ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-13. 13261359
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016023
გ-13. 13261359
15/05/2026
ვებგვერდი, 20/05/2026
000000000.00.138.016023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-13.13261359

2026 წლის 15 მაისი

ქალაქი ახალციხე

 

ახალციხის  მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში  მდებარე  სახელწოდების  არმქონე  ქუჩისთვის  სახელის  მინიჭების  თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩას მიენიჭოს სახელი:

ა) მე-7 ქუჩის მეორე ჩიხი – თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად.

2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:

ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  საბა კბილაშვილი