ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-13. 13261357
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016022
გ-13. 13261357
15/05/2026
ვებგვერდი, 20/05/2026
000000000.00.138.016022
ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-13.13261357

2026 წლის 15 მაისი

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. ქალაქ ახალციხეში ივანე ახალციხელის სახელობის ქუჩის, ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით დაყოფილ სხვადასხვა მიმართულებას, თანდართული  სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რუკის შესაბამისად, ეწოდოს ივანე ახალციხელის სახელობის ქუჩის პირველი ქუჩის პირველი, მეორე და მესამე შესახვევები.

2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:

ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           საბა კბილაშვილი