დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020090.57.069.016235 |
|
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 17 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 23/06/2011, 210020090.21.014.016022) პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იხდის გამოქვეყნების საფასურს.“; ბ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი ტენდერისათვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობის შესაბამისად. 7. შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე. 8. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშიდან, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები