დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017474 |
40
02/06/2026
ვებგვერდი, 02/06/2026
120000000.22.026.017474
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/05/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კადრების განკარგულებაში გადაყვანილი ან თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურისათვის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვა ხორციელდება სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გადაგზავნილი მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ან თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები