დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სს სავაჭრო ცენტრი მერკური N015-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო შეტყობინება
აუქციონის გამოცხადების შესახებ
2026 წლის 28 მაისი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ვებსაიტი: www.pqa.ge
ტელეფონი: 577783434
მესაკუთრე: სს – სავაჭრო ცენტრი მერკური (ს/ნ: 216292679); მისამართი: რუსთავი, XXI მ/რ., ჩერკასის ქ.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი №210609447, გაფორმების თარიღი: 2021 წლის 16 ივნისი) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
|
საჯარო აუქციონის №: 015-26 |
|
სარეალიზაციო უძრავი ქონების რეკვიზიტები: რუსთავი, მიკრორაიონი XXI (ქუჩა ჩერკასკი) (საკადასტრო კოდი: 02.03.05.002); |
|
აუქციონის ჩატარების დრო: 10.06.2026 წლის 12:00 სთ. |
|
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 841 275,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 10.06.2026 ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; ბიჯი 50 ლარი; |
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: თბილისი, ტოვსტონოგოვის 13; |
|
უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5489.00 კვ/მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია სავაჭრო ცენტრი. |
|
აუქციონის პირობები: 1. საჯარო ვაჭრობა გაიმართება ქ. თბილისში, ტოვსტონოგოვის ქ. №13, პირველი სართული. მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვმართონ წერილობით არაუგვიანეს აუქციონის დაწყებამდე 1 საათისა და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს „სვის ჰოლდინგსი“ (ს/ნ: 404995029), ფულადი გარანტია ჩარიცხული უნდა იქნეს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე – GE39TB7457936050100005, დანიშნულება: „№015-26 აუქციონის საგარანტიო თანხა“. 2. მონაწილეობის მსურველმა სპეციალისტს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა; განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, თუ მონაწილე იურიდიული პირია, განცხადებაში მიეთითება: დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელფოსტა და ტელეფონი. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE39TB7457936050100005) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას. 5. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ. |
აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოვალეს.
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.
სპეციალისტი: შპს – პირველი ქართული აუქციონის
დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები