„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017471
37
02/06/2026
ვებგვერდი, 02/06/2026
120010000.22.026.017471
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №37

2026 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამხედრო პოლიციის გამომძიებელს, იურიდიული სამმართველოს თანამშრომელს, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონის იურისტს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს თანამშრომელს – უმაღლესი საფინანსო/ეკონომიკური განათლება.";

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. სამხედრო პოლიციაში სამოქალაქო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე მიიღება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება .“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კვების კმაყოფა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები

1. მოსამსახურის კვების კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის, ასევე კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის გაცემის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

2. მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება მიეცემა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, სამსახურიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. მოსამსახურეზე წოდებრივი სარგო (სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი), თანამდებობრივი სარგო, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია და სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დანამატები/გასაცემლები არ გაიცემა:

ა) არასაპატიო მიზეზით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისას;

ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას, გარდა:

ბ.ა) შვებულების დროს;

ბ.ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ბ.გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.".

3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა სამი წელი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო/სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.“.

4. 121 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მოსამსახურეს სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, სამსახურის პერიოდში ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს ერთი წლისა, მათ შორის ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს, თანამდებობრივი ან/და წოდებრივი სარგოს, დანამატის შენარჩუნების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა და სანივთე ქონების მიღების უფლების გარეშე. აღნიშნული პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჟში. სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის საკითხი რეგულირდება თავდაცვის კოდექსით.“.

5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის:

) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები.";

) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა

სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (www.pol.ge), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და ანგარიშგების მოდულის (HRMS) პროგრამის ხედვის (მათ შორის, ნახატი, მაკეტი, რუკა, გეგმა, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო/აუდიოჩანაწერები და სხვა) ან/და სხვისი პერსონალური მონაცემით სარგებლობა ან გამჟღავნება საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.“;

) 21- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. არაეთიკური ქცევა/ქცევის წესების დარღვევა

1. სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ჩადენილი არაეთიკური ქცევა, რომელიც ამ ნუსხაში სახელდებით არ არის მოხსენებული, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის“ დარღვევა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (მათ შორის, მინისტრის მოადგილეების, თავდაცვის ძალების მეთაურის და მისი მოადგილეების ბრძანებების) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (ბრძანებების) დარღვევა, ჩადენილი გადაცდომის გათვალისწინებით, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე სამხედრო პოლიციაში დანიშნულ სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე, გარდა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი