დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050000.22.023.017000 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 390050000.22.023.016767) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაქმებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება, რასაც თან ახლავს შესაბამისი მედალიონი (დანართი №2) და სიგელი (დანართი №5); ბ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება (დანართი №3), რასაც თან ახლავს შესაბამისი სიგელი (დანართი №6); გ) მადლობის გამოცხადება, რასაც თან ახლავს შესაბამისი სიგელი (დანართი №4).“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაქმებულთა წახალისება, როგორც წესი, ხორციელდება ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს – „მეტყევის პროფესიულ დღეს“. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს აღნიშნულ თარიღთან მიახლოებულ სხვა დღეს. 2. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის განსაკუთრებული დამსახურების ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, წახალისება შეიძლება განხორციელდეს წლის ნებისმიერ დროს.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან;“. 4. დაემატოს დანართი №2; №3; №4; №5 და №6 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები