დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016495 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016487). |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას; მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციას; მერიის თანამდებობის პირებისა და სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობას და მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ბეჭდური საინფორმციო გამოცემის უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა თვითმმართველობებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან. გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს მერიის ოფიციალურ ვიზიტებსა და ღონისძიებებს. ახორციელებს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობას.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები: ა) ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი მომსახურება, საქართველოს საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ბ) მერიაში მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მათი მუნიციპალურ სამსახურებს შორის დანიშნულებისამებრ გადანაწილება; გ) სამსახურის სამუშაოთა გეგმის მომზადება; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება; დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა; ე) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; ზ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის საქმიანობის პროცესის კოორდინაცია. აგრეთვე, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; თ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მერიის ვებგვერდის ადმინისტრირება და ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების დადგენილი წესით გამოქვეყნება; ი) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინაცია; კ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება; ლ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ნ) ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო საკითხთა ორგანიზება; ო) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობა, კერძოდ: განცხადებათა მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის და მუნიციპალიტეტის სხვა აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები