დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ბაზისბანკი“ |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
2026 წლის 29 მაისი
გაცნობებთ, რომ სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკმა“ (რეგისტრირებული 11.09.1996 წ., იურიდიული მისამართი: 0103 ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №1; სნ 203841833. შემდგომში – „მყიდველი“ ან „ბაზისბანკი“) შეიძინა სს „ლიბერთი ბანკის“ (სნ 203828304) (შემდგომში „ლიბერთი ბანკი“) აქციათა პაკეტი, რის შედეგადაც იგი აკონტროლებს ბანკის ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის შესაბამისად, მყიდველი აცხადებს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას ლიბერთი ბანკის დარჩენილი აქციების გამოსყიდვის მიზნით.
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების პირობები და პროცედურები:
1. მყიდველი ფლობს ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებულ 4,270,672,478 ჩვეულებრივ აქციას, რაც წინამდებარე თარიღისთვის შეადგენს ლიბერთი ბანკის მიერ განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 95.99%-ს და სურს გამოისყიდოს ლიბერთი ბანკის დარჩენილი 178,373,697 ჩვეულებრივი აქცია, რაც წინამდებარე სატენდერო შეთავაზების თარიღისთვის შეადგენს ლიბერთი ბანკის განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 4.01%-ს.
2. ვინაიდან ლიბერთი ბანკს ასევე გამოშვებული აქვს კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები, მყიდველს შესაბამისად სურს გამოისყიდოს ლიბერთი ბანკის მიერ ემიტირებული 4,565,384 ცალი პრივილეგირებული აქცია.
3. ლიბერთი ბანკის ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 0.15785 ლარს ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე. სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისთვის განსაზღვრული გამოსასყიდი ფასი დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, MOORE abc-ს (შპს – მოორ ეიბისი, სნ 206331691) მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით და არის არანაკლებ იმ ფასის, რაც ბაზისბანკმა გადაიხადა ლიბერთი ბანკის მიერ განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 95.99%-ის შეძენისას.
4. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1.110 ლარს ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე. სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისთვის განსაზღვრული გამოსასყიდი ფასი დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, MOORE abc-ს (შპს – მოორ ეიბისი, სნ 206331691) მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით.
5. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება მოქმედებს 2026 წლის 8 ივნისიდან 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
6. სატენდერო შეთავაზების ფარგლებში აქციების გასხვისების მიზნით, ლიბერთი ბანკის ჩვეულებრივი ან/და პრივილეგირებული აქციების მფლობელებმა სატენდერო შეთავაზების მოქმედების ვადის განმავლობაში უნდა მიმართონ შესაბამის ანგარიშის მწარმოებელს (ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომლის საშუალებითაც აქციის მფლობელი აქციებს ფლობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში) და წარადგინონ აქციების გასხვისების ნების გამომხატველი შესაბამისი ფორმის განაცხადი.
7. ლიბერთი ბანკის აქციების გაყიდვის სურვილის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის შევსების მიზნით, აქციების მფლობელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
8. მყიდველი შეისყიდის ჩვეულებრივ აქციათა იმ რაოდენობას, რომელზეც სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში აქციონერები გამოხატავენ თანხმობას, ამასთან, წინამდებარე სატენდერო შეთავაზების თარიღისთვის ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დარჩენილი 4.01%-ის, ანუ 178,373,697 ჩვეულებრივი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში მყიდველი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
9. მყიდველი შეისყიდის პრივილეგირებულ აქციათა იმ რაოდენობას, რომელზეც აქციონერები გამოხატავენ თანხმობას, ამასთან, ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული 4,565,384 პრივილეგირებული აქციის სრულად გაყიდვის თანხმობების არსებობის შემთხვევაში მყიდველი გამოისყიდის პრივილეგირებულ აქციათა სრულ ოდენობას.
10. წინამდებარე შეტყობინებით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გავრცელდება ლიბერთი ბანკის ორივე კლასის მხოლოდ იმ აქციონერებზე, რომლებიც აქციებს ფლობენ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის ნომინალური მფლობელობის საშუალებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, იმ აქციონერებმა, რომელთა კუთვნილი აქციები განთავსებულია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის საერთო ტექნიკურ ანგარიშზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეჩერებული აქვთ აქციის ფლობასთან დაკავშირებული უფლებები, მიზანშეწონილია დროულად უზრუნველყონ კუთვნილი აქციების საბროკერო კომპანიის საშუალებით ფლობა.
11. სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის ცვლილების შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გამოქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. მყიდველის მიერ აქციათა შესყიდვა და შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა, შეთავაზების ვადის განმავლობაში წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე.
მყიდველი: სს „ბაზისბანკი“
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები