„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017693
1211
31/05/2026
ვებგვერდი, 31/05/2026
040150000.22.027.017693
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1211

2026 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ეკონომიკურ საქმიანობათა და სამისამართო რეესტრების (შემდგომ – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების, წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა.“;

ბ) მე-2 პუნქტს:

ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება;“;

ბ.ბ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება;“.

2. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ამოცანებია: ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება, აგრეთვე ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საამზომველო/აგეგმვითი და საკადასტრო საქმიანობის წარმოება, აგრეთვე, გეოინფორმაციული სფეროს სტანდარტიზაცია და განვითარება, პოლიტიკის განსაზღვრა და აღსრულება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“–„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება;

2) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება;

3) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია