ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025790
241
01/06/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
300160070.10.003.025790
ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №241

2026 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის პირველ ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვებზე, რომლებიც სრულდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის     მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ, უცვლელ და ერთიან (ფიქსირებულ) ფასად (lump sum), საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით ჩატარებული ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების lump sum ტიპად მიჩნევის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესი

1. სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საწყისი სავარაუდო ფასის, ასევე ფაქტობრივი ხარჯების გამოთვლისთვის გამოიყენება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის №50 და „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ 2014 წლის 14 იანვრის №52 საქართველოს მთავრობის დადგენილებები. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯების და სხვა დანარიცხების წესი განისაზღვროს დანართის მიხედვით.

2. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში „ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის“ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) დანართით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმები სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საწყისი სავარაუდო ფასის განსაზღვრისათვის. ამასთან, პრეტენდენტი/ მიმწოდებელი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, მათ შორის, ერთდროულად სამშენებლო სამუშაოსა და საპროექტო მომსახურების (Design-build) შესყიდვისას, იხელმძღვანელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი პუნქტით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სახელმწიფო შესყიდვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებისას, პრეტენდენტი/ მიმწოდებელი არ არის ვალდებული, ხარჯთაღრიცხვაში გამიჯნულად წარადგინოს ამ დადგენილებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯების და სხვა დანარიცხების (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) ზღვრული ნორმები. ასეთ შემთხვევაში, გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) გაითვალისწინება ერთეულის ღირებულებაში.

4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დაწესებულებას/პირს პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ წარედგინება რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილების შესაბამისად.

5. სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვისას, როდესაც ერთდროულად შეისყიდება სამშენებლო სამუშაო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურება (Design-build), მიმწოდებელი ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს ამ დადგენილებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმების დაცვით, რესურსული მეთოდით შედგენილ ხარჯთაღრიცხვას. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ანგარიშსწორება და სამუშაოების მიღება-ჩაბარება შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, სადაც გამიჯნულად არ არის წარმოდგენილი გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა).

6. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული  შესყიდვისას:

ა) შესრულებული სამუშაოების  ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების  ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები, გეგმური მოგება და სხვა დანარიცხები ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი პუნქტის გათვალისწინებით;

ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება, შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების დარიცხვის გარეშე;

გ)  იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ, დანართის №2 ცხრილის პირველ და მე-2 გრაფებში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად, დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მიწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.

7. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.

8. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლებიც გაფორმებულია „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.

9. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელიც ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) საშუალებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში, ამავე წესით განსაზღვრული პროექტის განმახორციელებლის მიერ. ამ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.

 

დანართი

 

სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯებისგეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმები

 

1. სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისთვის გეგმური მოგების ზღვრული ოდენობა შეადგენს 8%-ს, რომელიც ერიცხება პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, მოწყობილობა-დანადგარების ღირებულების გამოკლებით. ამ დადგენილების მიზნებისთვის პირდაპირი დანახარჯები არის მასალებისა და ნაკეთობების, მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციისა და სამუშაოების ხელფასის ჯამი.

2. ზოგადი სამშენებლო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისთვის ზედნადები ხარჯის პროცენტის ზღვრული ოდენობის დარიცხვა სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში ხდება მთლიან პირდაპირ დანახარჯებზე (ცხრილი №1), ხოლო სპეციალური სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში ხდება ხელფასზე (ცხრილი №2).

 

ცხრილი №1

 

სამუშაოს დასახელება

ზედნადები ხარჯები პირდაპირი დანახარჯებიდან

სამშენებლო სამუშაოები

14.1%

სახელმწიფო საიდუმლო მნიშვნელობის ობიექტების სამშენებლო სამუშაოები

15.1%

შიდა სამეურნეო წესით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები

6.7%

ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები

8.6%

შიდა სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები

13.3%

ყველა სამშენებლო სამუშაოები გვირაბების და მეტროპოლიტენების დახურული წესით მშენებლობისთვის, ასევე ღია წესით მშენებარე გვირაბებისთვის გადახურვის შემდგომი სამუშაოებისთვის (გარდა სადგურების, ვესტიბიულების და სპეციალური დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მოსაპირკეთებელი სამუშაოებისა)

27.1%

ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები

17.3%

ბურღვითი სამუშაოები წყლის ჭაბურღილებზე

17.0%

 

ცხრილი №2

 

სამუშაოს დასახელება

ზედნადები ხარჯები ხელფასიდან

მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი

80.0%

რადიო-სატელევიზიო და ელექტრონული მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი

84.0%

სუსტი დენის ქსელების გაყვანა

77.0%

საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის ქსელების გაყვანა

153.0%

ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები

87.0%

რკინიგზის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირების და კავშირგაბმულობის სამონტაჟო სამუშაოები

97.0%

აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საშუალებების და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები

99.0%

 

3. მშენებლობაში საწყობისა და მომარაგების ხარჯების პროცენტი მასალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას (ობიექტის საწყობამდე ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით) ერიცხება: სამშენებლო, სანიტარულ-ტექნიკურ, ელექტრო-ტექნიკურ მასალებზე, ნაკეთობებზე და კონსტრუქციებზე – 2%-ის ოდენობით, მოწყობილობა-დანადგარებზე – 1,2 % და ლითონის კონსტრუქციებზე – 0,75% (კრებული მშენებლობაში ზედნადები ხარჯების ნორმების შესახებ – 1983).

3.1.  საწყობის და მომარაგების ხარჯების დარიცხვა ხდება ხარჯთაღრიცხვაში მასალების ღირებულების მთლიან სვეტზე და შედის პირდაპირ დანახარჯებში.

4. სახარჯთაღრიცხვო ფასების დადგენის დროს მასალებზე და ნახევარფაბრიკატებზე, რომლებიც მზადდება უშუალოდ სამშენებლო მოედნის პირობებში, ზედნადები ხარჯი ერიცხება დამზადების ხელფასზე 54%-ის ოდენობით (კრებული მშენებლობაში ზედნადები ხარჯების ნორმების შესახებ – 1983).

4.1. სამშენებლო მოედნის პირობებში მასალებისა და ნახევარფაბრიკატების ღირებულების დადგენა, უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ცალკეული კალკულაციის შედგენით, რომლის ერთეულის ღირებულება გადატანილი იქნება ძირითად ხარჯთაღრიცხვაში, მასალის ერთეულის ფასის ნაწილში.

5. მშენებლობის ღირებულების დადგენისას დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების განსაზღვრა უნდა მოხდეს სამშენებლო ობიექტის დანიშნულებიდან გამომდინარე, პროცენტულად (ს.ნ. და წ. IV-9-82).

5.1. დროებითი შენობა-ნაგებობები არის ჩასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელიც განკუთვნილია მშენებლობის საჭიროებების უზრუნველყოფისათვის და აუცილებელია სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პერიოდში.

5.1.1. დროებითი შენობა-ნაგებობების ძირითადი მაგალითებია:

ა) მშენებლობაზე დასაქმებულთა მომსახურების მიზნით, ახლად აშენებული მუდმივი შენობა-ნაგებობების დროებითი მოწყობა, აგრეთვე გამოყენების დასრულების შემდეგ მათი აღდგენა და შეკეთება;

ბ) არსებული შენობების (სათავსების) იჯარა და მოწყობა შემდგომი დაშლით;

გ) მშენებლობის საწარმოო საჭიროებებისათვის, ახლად აშენებული და არსებული მუდმივი შენობა-ნაგებობების დროებითი მოწყობა, აგრეთვე გამოყენების დასრულების შემდეგ მათი აღდგენა და შეკეთება;

დ) სამშენებლო მოედანზე საწარმოო, სასაწყობო, დამხმარე, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კონტეინერული და ასაწყობ-დასაშლელი მობილური (ინვენტარული) შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებისა და დეტალების გადაადგილება, საფუძვლებისა და საძირკვლების მოწყობა, მონტაჟი საჭირო მოპირკეთებით, მოწყობილობების მონტაჟი, საინჟინრო ქსელების შეყვანა, დროებითი საცხოვრებლების (მათ შორის, ვახტური ტიპის) შექმნა და კეთილმოწყობა, დაშლა და დემონტაჟი, მოედნის აღდგენა, კონსტრუქციებისა და დეტალების საწყობში გადანაწილება;

ე) დროებითი რკინიგზების, საავტომობილო და გრუნტსაზიდი (მიწისსაზიდი) გზების მოწყობა და შენახვა, მათ შორის, ტრასისპირა გზასა და მშენებარე ხაზოვან ნაგებობას შორის დამაკავშირებელი მონაკვეთების და სამშენებლო მოედანზე გასასვლელების მოწყობა და შენახვა ხელოვნური ნაგებობებით, ესტაკადებითა და გადასასვლელებით. გზებისა და გასასვლელების დაშლა;

ვ) სამშენებლო მოედანზე გამანაწილებელი მოწყობილობებიდან ობიექტამდე ელექტროენერგიით, წყლით, თბომომარაგებით და ა.შ. უზრუნველყოფისათვის ქსელების და დროებითი კომუნიკაციების მოწყობა და შემდგომი დაშლა;

ზ) მასალებისა და დეტალების გადასაადგილებლად დროებითი დაკიდული (საბაგირო) გზებისა და საკაბელო ამწეების მოწყობა და მათი დაშლა;

თ) სამშენებლო მოედანზე მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციებისა და მოწყობილობებისათვის განკუთვნილი დროებითი მატერიალურ-ტექნიკური დახურული (გათბობით და გათბობის გარეშე) და ღია საწყობები, სამუშაოთა მწარმოებლების და ოსტატების საკუჭნაოები, აგრეთვე სამშენებლო ობიექტებთან არსებული სასაწყობო სათავსები და ფარდულები;

ი) მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციებისა და მოწყობილობებისათვის, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის განკუთვნილი დროებითი მოწყობილობები (მოედნები, პლატფორმები და სხვა);

კ) დროებითი საწარმოო სახელოსნოები (სარემონტო-მექანიკური, არმატურის, სადურგლო-სახარატო და სხვა) და სამჭედლოები;

ლ) დროებითი დანიშნულების ელექტროსადგურები, საქვაბეები, სატუმბი სადგურები, კომპრესორები, კალორიფერები, სავენტილაციო და სხვა მსგავსი დანადგარები;

მ) სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ან ხაზოვან მშენებლობაზე მობილური (გადაადგილებადი) დროებითი ქვაღორღსამსხვრევ-სასორტირებელი დანადგარები, ბეტონსადუღაბე კვანძები და ბეტონისა და დუღაბის მოსამზადებელი დანადგარები შესაბამისი მოწყობილობებით;

ნ) ორგანული და არაორგანული შემკვრელებით დამუშავებული გრუნტების მოსამზადებელი დროებითი დანადგარები, დროებითი ცემენტბეტონისა და ასფალტბეტონის ქარხნები ბეტონისა და ასფალტბეტონის ნარევების მოსამზადებლად, ბიტუმსაცავებით და სხვა მსგავსი ნაგებობებით;

ო) რკინაბეტონისა და ბეტონის ნაკეთობებისა და დამატებითი ელემენტების დასამზადებელი პოლიგონები საშრობი კამერებით;

პ) მოწყობილობების გამსხვილებითი და წინასწარი აწყობისათვის განკუთვნილი მოედნები და სტენდები;

ჟ) სარკინიგზო ლიანდაგის სექციის ასაწყობი ბაზები;

რ) დროებით კარიერებში არსებული შენობები და მოწყობილობები, გზების გარდა;

ს) შახტებში, გვირაბებსა და მეტროპოლიტენებში კუმშვადი (შეკუმშული) ჰაერის, წყლის, ენერგომომარაგების, კავშირგაბმულობის დროებითი ქსელებისა და სხვა დროებითი კომუნიკაციების მოწყობა და დაშლა;

ტ) სამშენებლო მოედნებზე სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების გამოსაცდელი დროებითი ლაბორატორიები;

უ) იმ მანქანა-მექანიზმების საფუძვლებისა და საძირკვლების მოწყობა, რომელთათვისაც ეს ხარჯები არ არის გათვალისწინებული მანქანა-საათის ღირებულებაში (გარდა კოშკურა, თხემურა და პორტალურ-ისრიანი ამწეების რელსიანი ლიანდაგებისა);

ფ) სამშენებლო ტერიტორიასა და დროებით საცხოვრებელში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან და დაცვასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ;

ქ) სამშენებლო-სამონტაჟო უბნების, სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლების, სამშენებლო სამმართველოების ან საწარმოო მოედნების დროებითი ოფისები;

ღ) ქალაქებში არსებული სპეციალური და არქიტექტურულად გაფორმებული ღობეები და შემოღობვები;

ყ) მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ყველა უსაფრთხოების ღონისძიებები (დროებითი ღობეები, ლიფტის შახტების ჩახურვა, კიბის უჯრედის ჩახურვა, სართულებზე პერიმეტრის ჩახურვა და ა.შ.).

5.2. დროებითი შენობა-ნაგებობების დანახარჯები დადგენილია პროცენტულად, განისაზღვრება მშენებლობის სახელწოდებიდან გამომდინარე (ს.ნ. და წ. IV-9-82) და ხარჯთაღრიცხვაში უნდა დაერიცხოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის შემდგომ. არსებული წარმოების გაფართოება-რეკონსტრუქციის დროს, ან ერთსა და იმავე სამშენებლო მოედანზე მომდევნო რიგის სამუშაოების ჩატარებისას, სახარჯთაღრიცხვო ნორმა მიიღება 0.8 კოეფიციენტით (ცხრილი №3).

 

ცხრილი №3

 

საწარმოების, შენობების და ნაგებობების მშენებლობის სახეობები

ნორმა %

კოეფ. 0.8

 

სამრეწველო მშენებლობა

   

1

შავი მეტალურგიის მრეწველობის საწარმოები (სამთომოპოვების გარდა)

3.9

3.1

2

ფერადი მეტალურგიის მრეწველობის საწარმოები (სამთომოპოვების გარდა)

2.8

2.2

3

ნავთობმოპოვების და გაზის მრეწველობის საწარმოები. საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით მლნ ლარი:

   

- 230-მდე

2.9

2.3

- 230-ზე მეტი

2.7

2.2

ნავთობის, გაზის და გაზკონდენსატური საბადოების (სარეწაო) ობიექტების წარმოებები

3.9

3.1

4

მანქანათმშენებლობის საწარმოები

3.1

2.5

5

სამთომოპოვების მრეწველობის საწარმოები:

   

- ახალი მაღაროების და შახტების მშენებლობა

5.0

4.0

- გამამდიდრებელი ქარხნების მშენებლობა და ახალი ჰორიზონტების (საბადოების) გახსნა მოქმედ სამთომოპოვების საწარმოებში

3.5

2.8

- ქვანახშირის ჭრილების მშენებლობა

3.8

3.0

6

ქიმიური მრეწველობის საწარმოები:

   

- ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნები

4.3

3.4

- სხვა ქიმიური მრეწველობის ობიექტები

3.3

2.6

7

ტორფის და ფიქალის მრეწველობის საწარმოები

4.6

3.7

8

გემთსაშენი და გემთსარემონტო საწარმოები

4.6

3.7

9

ხე-ტყის დამამზადებელი და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები

2.8

2.2

10

სამშენებლო მასალების მრეწველობის და მშენინდუსტრიის საწარმოები საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით მლნ ლარი:

   

- 80-მდე

2.5

2.0

- 80-ზე მეტი

2.2

1.8

11

ცელულოიზო-ქაღალდის მრეწველობის საწარმოები

4.0

3.2

12

მსუბუქი მრეწველობის საწარმოები საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, მლნ ლარი:

   

- 40-მდე

2.4

1.9

- 40-ზე მეტი

2.1

1.7

13

კვების მრეწველობის საწარმოები საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, მლნ ლარი:

   

- 20-მდე

2.6

2.1

- 20-ზე მეტი

2.0

1.6

14

სამედიცინო მრეწველობის საწარმოები საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, მლნ ლარი:

   

- 80-მდე

2.1

1.7

- 80-ზე მეტი

1.7

1.4

 

ენერგეტიკული მშენებლობა

   

15

თბოელექტროსადგურები სიმძლავრით:

   

კონდენსაციური ბლოკებით 300 მვტ-მდე (300 ათ. კვტ), საერთო სიმძლავრით 2400 მვტ-მდე (2400 ათ. მვტ)

5.1

4.1

კონდენსაციური ბლოკებით 500 მვტ (500 ათ. კვტ) და 800 მვტ (800 ათ. კვტ), საერთო სიმძლავრით 5000 მვტ (5000 ათ. კვტ)-მდე

4.7

3.8

16

ატომური ელექტროსადგურები სიმძლავრით:

   

- 2000 მვტ (2000 ათ. კვტ)

9.3

7.4

- 4000 მვტ (4000 ათ. კვტ)

7.5

6.0

17

სამრეწველო-გათბობის თეს-ი სიმძლავრით:

   

- 300 მვტ (300 ათ. კვტ)-მდე

5.4

4.3

- 300 მვტ (300 ათ. კვტ)-ზე მეტი

4.8

3.8

18

დამოუკიდებელი საქვაბეები

3.3

2.6

19

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები 35 კვ და მეტი

3.1

2.5

20

სატრანსფორმატორო ქვესადგურები 35 კვ და მეტი, სხვა ობიექტები ენერგეტიკული მშენებლობის

3.9

3.1

21

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსფორმატორო ქვესადგურები სიმძლავრით 0.4 - 0.35 კვ (განათების ქვესადგურების ჩათვლით)

2.5

2.0

 

სატრანსპორტო მშენებლობა

   

22

ახალი რკინიგზები, გვირაბების და ხიდების (გზახიდების) გარეშე, 50 მ-ზე მეტი სიგრძით

7.8

6.2

23

მთავარი რკინიგზის ლიანდაგების მეორე ხაზები გვირაბების და ხიდების (გზახიდების) გარეშე, სიგრძით 50 მეტრზე ზემოთ

5.3

4.2

24

რკინიგზების ელექტროფიკაცია

4.2

3.4

25

რკინიგზების კვანძების, სადგურების განვითარება, რკინიგზების რეკონსტრუქცია (ცალკეული უბნების და სხვა მიმართულებების გამაგრება) და მშენებლობის სხვა სახეობები ექსპლუატირებად ქსელებზე

3.4

2.7

26

საერთო-სახელმწიფოებრივი, რესპუბლიკური მნიშვნელობის და ადგილობრივი საავტომობილო გზები (მყარი საფარით) I-V კატეგორიის, გვირაბების და ხიდების (გზახიდების) გარეშე, სიგრძით 50 მ-ზე მეტი:

   

- გზების მშენებლობისას დროებითი მოძრავი ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის ქარხნების გამოყენება

6.2

5.0

- გზების მშენებლობისას ასფალტ-ბეტონის ან ცემენტ-ბეტონის მისაღებად მოქმედი სტაციონარული საწარმოების გამოყენება

4.3

3.4

27

მეტროპოლიტენები

6.0

4.8

28

რკინიგზების და ავტოგზების ხიდები 50 მ-ზე მეტი სიგრძით და გზახიდები

9.0

7.2

29

ქალაქის ხიდები და გზახიდები:

   

- ხიდმშენებელ ორგანიზაციების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში

4.6

3.7

- დანარჩენ პუნქტებში

6.1

4.9

30

აეროდრომები:

   

- აეროდრომის მოედნები

4.6

3.7

- ტექმომსახურების და მომსახურე ზონების შენობები და ნაგებობები

3.1

2.5

31

საზღვაო ნავსადგურები და ნაგებობები

5.3

4.2

32

სამდინარო ტრანსპორტის ობიექტები

5.1

4.1

33

საკომუნიკაციო (კოლექტორული) გვირაბები

5.9

4.7

 

საბინაო-სამოქალაქო მშენებლობა ქალაქებში და დაბის დასახლებებში

   

34

საცხოვრებელი სახლები და კეთილმოწყობა:

   

- საცხოვრებელი სახლები

1.0

0.8

- მიკრორაიონები, კვარტლები, საცხოვრებელი და სამოქალაქო შენობების კომპლექსები (გარე ქსელების და კეთილმოწყობის ჩათვლით)

1.1

0.9

- ქალაქების და დასახლებების კეთილმოწყობა (გასასვლელების, ტროტუარების, მწვანე ნარგავების მოწყობის სამუშაოების ჩათვლით)

1.3

1.0

35

სკოლები, საბავშვო ბაღები, ბაგა-ბაღები, მაღაზიები, ადმინისტრაციული შენობები, კინოთეატრები, თეატრები, სამხატვრო გალერეები და სამოქალაქო მშენებლობის სხვა შენობები

1.5

1.2

36

სასწავლო და სამკურნალო შენობები და ნაგებობები, სამეცნიერო-საკვლევი, საპროექტო და საკონსტრუქტორო ინსტიტუტები

1.5

1.2

37

კომუნალური დანიშნულების ობიექტები (აბანოები, სამრეცხაოები, კრემატორიუმები და ა.შ.)

1.6

1.3

38

კანალიზაციის, გარე წყალსადენის, თბომომარაგების და გაზმომარაგების ქსელები ქალაქის ფარგლებში

1.5

1.2

39

ტროლეიბუსების და ტრამვაის ხაზები

1.7

1.4

40

ჩქაროსნული ტრამვაის ხაზები

3.8

3.0

41

სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, ტურბაზები და პანსიონატები

2.3

1.8

 

მშენებლობის სხვა სახეობები

   

42

მარცვლეულის მიღების, შენახვის და გადამუშავების შენობა-ნაგებობები

3.0

2.4

43

თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობა:

   

- საერთო სამხედრო და სპეციალური დანიშნულების

3.8

3.0

- საბინაო, ყაზარმების, კომუნალური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების

2.8

2.2

44

კავშირგაბმულობის ნაგებობები და ქსელები:

   

- სტაციონარული ნაგებობები, კაბელური მაგისტრალები, საჰაერო ხაზები ზონების (საოლქო) და სასოფლო კავშირგაბმულობის, რადიორელეური ხაზები

3.2

2.6

- ქალაქის სატელეფონო ქსელები და სადგურთშორისო კავშირების კვანძების ხაზები

2.5

2.0

- დანარჩენი ობიექტები (ფოსტა, რაიონული კავშირის კვანძები და ა.შ.)

2.7

2.2

- რადიომაუწყებლობის და ტელევიზიის ობიექტები

4.2

3.4

45

სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა, სოფლად საბინაო და სამოქალაქო მშენებლობის ჩათვლით (გარდა საავტომობილო გზების, ელექტროფიკაციის ობიექტების მშენებლობის)

2.9

2.3

46

წყალმეურნეობის ობიექტების მშენებლობა და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, თევზმელიორაციული და გუბურული თევზმეურნეობის ნაგებობები, თევზის ქარხნები, რომლებიც თევზის მარაგს აწარმოებენ ქვირითს და თევზმრეწვის მეურნეობები

4.5

3.6

47

მაგისტრალური მილსადენები ქალაქგარეთ:

   

– წყალმომარაგება, კანალიზაცია

3.0

2.4

გაზსადენები და ნავთობსადენები:

   

ბ1

– მოედნის ნაგებობები (კომპრესორები და სატუმბო სადგურები)

7.9

6.3

ბ2

– სახაზო ნაწილი (ელექტროქიმიზაციის და კავშირის ტექნიკური ხაზები)

2.7

2.2

– თბური ქსელები

2.2

1.8

48

გამწმენდი ნაგებობები

4.2

3.4

49

მრეწველობის დანარჩენი დარგების საწარმოები, საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების, მლნ ლარი:

   

- 80-მდე

2.5

2.0

- 80-ზე მეტი

2.3

1.8

 

5.3. დროებითი შენობა-ნაგებობების პროცენტის ოდენობა არ ექვემდებარება ცვლილებას საპროექტო ორგანიზაციის და პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვაში (ასევე არ ექვემდებარება შესრულებული სამუშაოების აქტში, ფორმა №2-ში, გაშიფვრას) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საპროექტო გადაწყვეტილებით დასაბუთებული იქნება ცხრილში პროცენტულად მითითებული ხარჯების გაზრდის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების გაშიფვრა და შესაბამისად შეტანა ხარჯთაღრიცხვაში (პროცენტული ოდენობის ნაცვლად).

5.4. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას იმ სამუშაოებზე, რომელიც არ არის მითითებული ცხრილში (მაგ.: ჰიდროელექტროსადგურები, გვირაბები, სპორტული კომპლექსები და ა.შ.) დროებითი შენობა-ნაგებობების დანახარჯების დაანგარიშება უნდა მოხდეს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის საფუძველზე და უნდა მოხდეს ხარჯების გაშიფვრა და შესაბამისად შეტანა ხარჯთაღრიცხვაში (პროცენტული ოდენობის ნაცვლად).

6. მშენებლობის ღირებულების დადგენისას უნდა მოხდეს პროცენტულად დანახარჯების დამატება სამუშაოების ზამთრის პირობებში წარმოების შემთხვევაში (ს.ნ. და წ. IV-7-82).

6.1. ზამთრის პირობებში სამუშაოების წარმოებისას დანახარჯები დადგენილია საქართველოს კლიმატური ზონებისთვის და მშენებლობის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც განსაზღვრულია პროცენტულად და ხარჯთაღრიცხვაში უნდა დაერიცხოს დროებითი შენობა-ნაგებობების შემდგომ.

6.2. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შესაბამისად, თუ მშენებლობის განხორციელება არ მოიცავს ზამთრის პერიოდს, აღნიშნული დანარიცხის გათვალისწინება არ უნდა მოხდეს.

6.3. ზამთრის პირობებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას დანახარჯები დადგენილია საქართველოს კლიმატური ზონებისთვის.

6.4. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას გამოიყენება ნორმები დანახარჯებზე მშენებლობის სახეობების მიხედვით.

6.5. ნორმა დიფერენცირებულია ტემპერატურულ ზონებად, ზამთრის პერიოდისათვის დამახასიათებელი ტემპერატურული პირობების შესაბამისად (ცხრილი №4).

ცხრილი №4

 

ტემპერატურული ზონები

ზამთრის პერიოდის საშუალო და თვის საშუალო უარყოფითი (-) ტემპერატურა, C°

I

3–მდე

II

5-მდე

III

8-მდე

 

6.6. ნორმებში მიღებულია ზამთრის პერიოდის ხანგრძლივობის ხვედრითი წონის საშუალო წლიური მნიშვნელობა (ცხრილი №5).

 

ცხრილი №5

 

ტემპერატურული ზონა

ზამთრის პერიოდის ხვედრითი წილი საშუალოდ წელიწადში

I

0.23

II

0.33

III

0.40

 

6.7. დამატებითი დანახარჯების სახარჯთაღრიცხვო ნორმები მშენებლობის სახეობების მიხედვით, ცხრილი №6-ის და შენიშვნის შესაბამისად.

 

ცხრილი №6

 

მშენებლობის სახეობები

ზონა I

ზონა II

ზონა III

 

1. სამრეწველო მშენებლობა

     

1

ნავთობისა და გაზის მრეწველობის საწარმოები

0.8

1.6

3.1

2

ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის საწარმოები

0.6

1.4

2.7

3

ქვანახშირის მრეწველობის საწარმოები (გარდა გვირაბგამყვანი სამუშაოების)

0.7

1.6

3.4

4

შავი მეტალურგიის საწარმოები

0.6

1.3

1.9

5

ფერადი მეტალურგიის საწარმოები

0.5

1.0

1.7

6

ქიმიური მრეწველობის საწარმოები

1.0

1.7

2.8

7

ენერგეტიკული, მანქანათმშენებლობის საწარმოები

0.7

1.3

2.3

8

ტრაქტორისა და სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის საწარმოები

0.7

1.3

2.1

9

მსუბუქი და სხვა მანქანათმშენებლობის საწარმოები

0.6

1.3

2.1

10

ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოები

0.7

1.5

2.4

11

ჩარხთმშენებლობის და ინსტრუმენტალური მრეწველობის საწარმოები

0.7

1.4

2.1

12

ხელსაწყოთმშენებლობის და ავტომატიკის საშუალებების საწარმოები

0.6

1.2

2.2

13

კავშირგაბმულობის საწარმოები

0.6

1.2

2.2

14

საავტომობილო მრეწველობის საწარმოები

0.7

1.4

2.3

15

გემთსაშენი მრეწველობის საწარმოები

0.8

1.5

2.3

16

საავიაციო მრეწველობის საწარმოები

0.7

1.3

2.4

17

პოლიგრაფიული მრეწველობის საწარმოები

0.6

1.1

1.8

18

ხე-ტყის დამამზადებელი და საწვავის მრეწველობის საწარმოები

0.8

1.7

3.6

19

ცელულოიზო-ქაღალდის და ხის დამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები

0.9

1.9

3.5

20

სამშენებლო მასალების მრეწველობის საწარმოები:

     

- ანაკრები რკინაბეტონის და ბეტონის კონსტრუქციების ქარხნები და პოლიგონები

0.9

1.5

2.6

- სამსხვრევი–სახარისხებელი ქარხნები, თიხის და ქვიშახრეშოვანი მასალების კარიერები

0.6

1.4

2.5

- კედლის მასალების, კერამიკული ნაკეთობების, სახურავის და ჰიდროიზოლაციის მასალების ქარხნები

0.8

1.5

2.6

- ცემენტის ქარხნები, ასბოცემენტის და სანიტარიულ-ტექნიკური მრეწველობის საწარმოები

0.7

1.3

2.3

- მინის მრეწველობის საწარმოები

0.4

0.8

1.3

21

მსუბუქი მრეწველობის საწარმოები

0.9

1.6

2.6

22

კვების მრეწველობის საწარმოები

0.7

1.2

2.1

23

ხორცის მრეწველობის საწარმოები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი დამუშავების საწარმოები

0.8

1.3

2.2

24

რძის მრეწველობის საწარმოები, შაქრის და კონსერვების ქარხნები

0.6

1.0

1.7

25

თევზის მეურნეობის საწარმოები

0.7

1.4

2.4

26

სამედიცინო მრეწველობის საწარმოები

0.6

1.0

1.7

27

მიკრობიოლოგიური მრეწველობის საწარმოები

0.7

1.5

2.5

28

საწყობები და საცავები

0.6

1.3

2.5

29

ელევატორები ანაკრები რკინაბეტონისაგან

0.6

1.1

2.1

30

ელევატორები მონოლითური რკინაბეტონისაგან

2.4

3.7

5.1

31

მაცივრები

0.8

1.7

3.3

 

2. ენერგეტიკული მშენებლობა

     

1

თბოელექტროსადგურები

0.7

1.6

3.1

2

ჰიდროელექტროსადგურები

0.9

1.8

3.5

3

ელექტროქვესადგურები

0.6

1.2

2.1

4

თბოქსელები

0.6

1.3

2.5

5

საჰაერო ხაზები ელექტროგადაცემის 35 კვ და მეტი

0.3

0.7

1.0

6

საჰაერო ხაზები ელექტროგადაცემის 0.4-10 კვ

0.4

1.0

1.9

 

3. გზების მშენებლობა

     

1

ტრასის ათვისება და მშენებლობის ტერიტორიის მომზადება

0.5

1.5

2.6

2

მიწის ვაკისი ყამირებიდან: ჩვეულებრივი

2.1

4.0

7.0

3

მიწის ვაკისი ყამირებიდან: სადრენაჟო

0.5

1.2

2.4

4

მიწის ვაკისი ყამირებიდან: კლდოვანი

0.2

0.7

1.3

5

მიწის ვაკისის და სარეგულაციო ნაგებობების გამაგრება

0.3

0.5

0.8

6

დიდი ხიდები რკინაბეტონის მალის ნაშენით

1.5

2.8

4.2

7

დიდი ხიდები ლითონის მალის ნაშენით

0.6

1.3

2.0

 

შენიშვნადანახარჯების ნორმა მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებისათვის მიღებული უნდა იყოს პპ 3,1-3,13 ნორმით

     

8

დანარჩენი ხელოვნური ნაგებობები

0.9

1.9

3.4

9

ლიანდაგების ზედა ნაშენი

0.5

0.9

1.3

10

რკინიგზის ელექტროფიკაცია, სხვა დანარჩენი ენერგეტიკული ნაგებობები და მოწყობილობები

0.8

1.4

2.0

11

კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების მოწყობილობები

0.6

1.6

3.0

12

წყალმომარაგების და კანალიზაციის (გარე მილსადენების და გარე ქსელების გარეშე)

1.3

2.7

5.1

13

გზის საფარი: ანაკრები რკინაბეტონის ფილებით

0.3

0.5

0.6

14

გზის საფარი: ცემენტბეტონის

1.3

1.8

2.1

15

გზის საფარი: ასფალტბეტონის

1.4

1.5

1.6

16

გზის საფარი: შავი ღორღის

1.0

1.2

1.3

17

გზის საფარი: ხრეშოვანი ან ღორღის

0.4

0.7

0.8

 

4. მეტროპოლიტენის მშენებლობა

     

1

სამუშაო დახურული მეთოდით, ჰაერის შეთბობით

0.4

0.6

1.0

2

იგივე, შეთბობის გარეშე

0.2

0.4

0.7

3

სამუშაო ღია მეთოდით

0.8

1.6

2.9

 

5. ნავთობ-გაზპროდუქტსადენების მშენებლობა

     

1

საქართველოს რაიონებში

0.4

0.7

1.5

 

6. ტრანსპორტის ექსპლუატაციის საწარმოო და სასამსახურო შენობების მშენებლობა:

     

1

რკინიგზის ტრანსპორტის

1.4

2.0

3.0

2

საავტომობილო ტრანსპორტის

0.7

1.2

1.8

3

საზღვაო ტრანსპორტი

0.6

1.3

2.4

4

სამდინარო ტრანსპორტი

0.6

1.1

1.7

5

საჰაერო ტრანსპორტი (გარდა საფრენი ველისა)

0.5

1.1

2.0

6

საფრენი ველი საჰაერო ტრანსპორტის

1.0

1.6

2.9

 

7. კავშირგაბმულობის შენობების და ნაგებობების მშენებლობა

0.7

1.3

2.4

 

8. სოფლის მეურნეობის მშენებლობა

0.7

1.3

2.3

 

შენიშვნასოფლის მეურნეობის დანიშნულების მშენებლობისათვის იგულისხმება მეცხოველეობის და მეფრინველეობის სათავსები და ფერმები, სათბურების კომპინატები, ხე-ტყის დამცავი სადგურები, ნადირთმოსაშენებელი ფერმები, ხილბოსტნეულ და თესლსაცავები, სარემონტო სახელოსნოები, მომარაგების ბაზები და სასაწყობო სათავსები, აგროსამრეწველო კომპლექსების და ა.შ. ობიექტები.

     
 

9. მელიორაციის და სარწყავი მეურნეობის მშენებლობა

     

1

მორწყვა და ამოშრობა

2.0

3.1

2.8

 

10. საბინაო და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა

     

1

საბინაო შენობები: მსხვილპანელოვანი

0.3

0.5

1.0

2

საბინაო შენობები: აგურის და ბლოკების

0.4

0.7

1.2

3

საბინაო შენობები: ხის

0.4

0.8

1.2

4

საბინაო შენობები: საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები (სკოლები, სასწავლო დაწესებულებები, კლუბები, ბაგა და ბავშვთა ბაღები, საავადმყოფოები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სხვა.

0.6

1.1

1.9

 

11. სამთო-გვირაბგამყვანი სამუშაოები (საერთო შახტის გარეშე ხარჯები)

     

1

შახტის ჭაური (შახტაში მიწოდებული ჰაერის შეთბობის დანახარჯების ჩათვლით)

0.7

1.8

2.8

2

მათ შორის ჰაერის შეთბობის დანახარჯები

0.6

1.6

2.4

3

ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბები (გვირაბებში მოწოდებული ჰაერის  შეთბობის დანახარჯების ჩათვლით)

1.2

2.1

3.0

4

მათ შორის ჰაერის შეთბობის დანახარჯები

1.1

1.9

2.5

 

12. გარე მილსადენების მშენებლობა

     

1

წყალმომარაგება და გაზსადენები რბილ გრუნტებში (მიწის სამუშაოებით)

0.6

1.2

2.1

2

კანალიზაცია რბილ გრუნტებში (მიწის სამუშაოებით)

0.8

1.4

2.4

3

წყალმომარაგება, გაზსადენები ან კანალიზაცია კლდოვან გრუნტებში

0.3

0.6

1.0

4

სატუმბო სადგურები: წყალსადენი

1.6

2.2

3.3

5

სატუმბო სადგურები: კანალიზაცია

1.8

2.7

3.9

6

გამწმენდი ნაგებობები: წყალსადენი

0.8

1.4

2.6

7

გამწმენდი ნაგებობები: კანალიზაცია

1.0

1.6

2.6

 

13. დანარჩენი მშენებლობის სახეობები

     

1

მიწისქვეშა ნაგებობებისათვის კოლექტორები

0.8

1.6

3.0

2

მიწისქვეშა საქვეითო გადასასვლელი

0.6

1.2

2.0

3

ნაპირგამაგრება და სანაპიროს ნაგებობები

0.6

1.2

2.2

4

ხეების და ბუჩქნარის დარგვა და გადარგვა სარგავი ადგილების მომზადებით (ხეების და ბუჩქნარის ღირებულების ჩათვლით)

2.1

5.0

10.5

 

შენიშვნა:

1. ზამთრის პირობების დანახარჯების ნორმა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას, რომლის პროექტში არ არის გათვალისწინებული გარე ქსელების გაყვანა, ვერტიკალური გეგმარების და კეთილმოწყობის სამუშაოები მოცემულია ცხრილ №6-ში (პარაგრაფი: 10.1, 10.2 და 10.3).

2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას, სადაც პროექტით გათვალისწინებული გარე საინჟინრო ქსელების, შიდა კვარტალური დაგეგმარება, გასასვლელები, კეთილმოწყობა, გამწვანება და ა.შ. დანახარჯების ნორმა განისაზღვრება ცხრილი №7-ის შესაბამისად:

 

ცხრილი №7

 

მშენებლობის სახეობა

ტემპერატურული ზონა I

ტემპერატურული ზონა II

ტემპერატურული ზონა III

მსხვილპანელოვანი, მოცულობით-ბლოკური, ხის

0.6

1.1

1.9

აგურის და ბლოკის

0.7

1.2

2.2

 

3. საქართველოს ტერიტორიის დაყოფა ტემპერატურული ზონების მიხედვით, ზამთრის პერიოდების (დაწყება და დამთავრება) და კოეფიციენტების მიხედვით, №6 ცხრილის ნორმებთან, დგინდება ცხრილი №8-ის შესაბამისად.

ცხრილი №8

 

რაიონების დასახელება

ზონა

დასაწყისი

დამთავრება

კოეფიციენტი

1

ლენტეხის, ონის

I

20.XI

10.III

1.3

2

ახალციხის, დმანისის, ზნაურის, ახალგორის, მესტიის, თეთრი წყაროს და ცხინვალის

I

10.XII

28.II

1.0

3

ასპინძის, ამბროლაურის, ბოლნისის, გორის (გორის ჩათვლით), ქარელის და ხაშურის

I

25.XII

25.II

0.8

4

ახმეტის, ხელვაჩაურის, მარნეულის, ხულოს, დედოფლისწყაროს, ჩოხატაურის

I

15.XII

10.II

0.7

5

გარდაბანის, გურჯაანის, ყვარელის, კასპის, ლაგოდეხის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ცაგერის, თელავის. ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ტყიბული, ჭიათურა და ამ ქალაქების მმართველობაში მყოფი დაქვემდებარებული ტერიტორიები

I

25.XII

5.II

0.5

6

პირველი ზონის დანარჩენი რაიონები, გარდა ქედის, ქობულეთის, შუახევის და აფხაზეთის ყველა რაიონი

I

15.I

1.II

0.2

7

ჯავის

II

20.XI

20.III

1.0

8

ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის, დუშეთის, თიანეთის და წალკის

II

25.XI

15.III

0.9

9

ნინოწმინდის, სტეფანწმინდის

III

20.XI

1.IV

1.0

 

4. ზამთრის პირობებში სამუშაოების წარმოებისას დანახარჯები არ ექვემდებარება ცვლილებას საპროექტო ორგანიზაციის და პრეტენდენტის ხარჯთაღრიცხვაში (ასევე არ ექვემდებარება შესრულებული სამუშაოების აქტში, ფორმა №2-ში გაშიფვრას).

5. მშენებლობის ღირებულების დადგენისას გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტი ინდივიდუალური პროექტისთვის განისაზღვრება ((ს.ნ. და წ. 1.02.01-85):

ა) რკ. ბეტონის ხიდებისთვის მალის სიგრძით 80 მეტრზე მეტი, ლითონის ხიდებისთვის ლითონის მალის სიგრძით 100 მეტრზე მეტი, გვირაბებისთვის, მეტროპოლიტენებისთვის, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, დიდი ხიდებისთვის ღრმა დაფუძნების მქონე საყრდენებით, სამთომომპოვებელი კომბინატებისთვის, ნავთობის და გაზის საბადოების მოწყობის ობიექტებისთვის და უნიკალური, ტექნიკურად რთული საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობებისთვის – 10%;

ბ) მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობგადამამუშავებელი, გაზგადამამუშავებელი, ფარმაცევტული, მიკრობიოლოგიური ქარხნებისთვის, სამელიორაციო ობიექტის მშენებლობისთვის და საზღვაო ჰიდროტექნიკური ნაგებობების (13 მეტრი და მეტი სიღრმის ნავსადგომები, ნაპირსამაგრები, ტალღმჭრელები) მშენებლობისთვის და შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო და აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 7%;

გ) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და სხვა საწარმოები და ნაგებობები, ხაზოვანი ნაგებობები,  საზოგადოებრივი შენობები და ნაგებობები (გარდა საცხოვრებელი შენობებისა) – 5%;

დ) საცხოვრებელი შენობები – 3%.

5.1. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოყენება შესაძლებელია, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში (სამუშაოები, რომლებსაც არ მოიცავს ხარჯთაღრიცხვა), შემსყიდველთან შეთანხმებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით და მის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით. გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტის დარიცხვა ხდება დღგ-ის წინ.

6. მშენებლობის ღირებულების დადგენისას მომზადებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს განმარტებით ბარათს და აღნიშნულის შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ზემოთ მოცემული დარიცხვის საკითხი.

7. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, არსებული რესურსების გათვალისწინებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს გამოსაყენებელი მასალების ხარისხობრივი კომპონენტები და მახასიათებლები.

8. ხარჯთაღრიცხვაში ასევე შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს სამუშაოებისთვის საჭირო დამატებითი კოეფიციენტები, განმარტებითი ბარათის მიხედვით დადგენილი გარემოებების შესაბამისად.