„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.017004
2-299
16/07/2026
ვებგვერდი, 17/07/2026
340170000.22.023.017004
„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-299

2026 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016150) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესის“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უსაფრთხოების ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ (სეიფი, რკინის კარადა);“.

2. მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახურში:

ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებები ინახება ცალკე ცეცხლგამძლე  სეიფში ან რკინის კარადაში. ოთახს უნდა გააჩნდეს ადგილობრივი შუქხმოვანი და პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაციები. ნარკოტიკული საშუალებების შენახვა  ხორციელდება ინსტრუქციით გათვალისწინებული  პირობების დაცვით;

ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო  საშუალებები ინახება ცალკე, სეიფში ან რკინის კარადაში.

9. სეიფის ან რკინის კარადის გასაღები უნდა ინახებოდეს სამსახურის ხელმძღვანელთან ან/და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო  საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი