„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016619
18
11/06/2026
ვებგვერდი, 12/06/2026
010250050.35.138.016619
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 11 ივნისი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში სსმ,  ვებგვერდი, 30/01/2026; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016603) ა დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 6 (ექვსი) პირს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა

1.ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს - არაუმეტეს 1 კანდიდატისა;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს - არაუმეტეს 1 კანდიდატისა;

გ) საქართველოს პარლამენტის წევრს დელეგატს - არაუმეტეს 1 კანდიდატისა.

ე) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს - არაუმეტეს 2 კანდიდატისა;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-იან საინიციატივო ჯგუფს - არაუმეტეს 1 კანდიდატისა.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“,  ,,ე’’ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა/წერილი წარედგინება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილ ინიციატივას/წერილს უნდა დაერთოს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა იყოს წარმოჩენილი საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი