დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.018030 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №5) დამტკიცებული ფორმით).“; ბ) მე-6 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტის: ბ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ საქონლის ან/და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ.ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) თუ რეექსპორტში დეკლარირების მიზნით წარდგენილი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები: „10. საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობებთან ერთად), როდესაც საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირებისთვის განკუთვნილ, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში და ფიზიკურ პირს: ა) არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება ან ბ) უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც ნაკლებია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე და წარდგენილია აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობებთან ერთად) იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ პირს: ა) არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება ან ბ) უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, რომელიც ნაკლებია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების ოდენობაზე და წარდგენილია აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები