აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №70-IIს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №70-IIს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი
70-IIს
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №70-IIს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის  პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს  9 800 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები    9 528 000 ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება   6 449 520 ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა  272 000 ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 117 საშტატო ერთეულით.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5.  დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                            ცოტნე ანანიძე

 

ბათუმი,

2026 წლის 18 ივნისი

№70-IIს