დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.025824 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2026, 360160000.10.003.025655) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/ წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე;“. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ექსპორტის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები