საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025821
271
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
040030000.10.003.025821
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2026 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული  პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
მუხლი 3
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს უფროსის  დანიშვნა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცება.

მუხლი 4
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე