დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025820 |
270
18/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
040030000.10.003.025820
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გასტრონომიის ეროვნული სააგენტო.
|
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
|
| მუხლი 3 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსის დანიშვნა. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება.
|
| მუხლი 4 |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სახელმწიფო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 5 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები