„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14-46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.017440
14-46
19/06/2026
ვებგვერდი, 23/06/2026
330130000.35.101.017440
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-46

2026 წლის 19 ივნისი 

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 29 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.101.016680) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის“:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი და მიზანი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების საკითხს, როდესაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებული ტერმინები განისაზღვროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართის „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“ შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლს ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“, ,,ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

,,ვ) ძეგლზე კვლევითი სამუშაოები;

ზ) ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;

თ) ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე უფლებამოსილი ორგანო

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  მიერ  კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახური სამშენებლო დოკუმენტაციას ითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებაში გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სამშენებლო საქმიანობის სახეები, რომელსაც არ სჭირდება სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება

სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებას (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) არ საჭიროებს შემდეგი სამუშაოები:

ა) ლანდშაფტური მშენებლობა;

ბ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);

გ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება;

დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე