„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბერის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბერის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016803
17
24/06/2026
ვებგვერდი, 25/06/2026
010250050.35.122.016803
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბერის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 24 ივნისი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბერის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №36 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №40 დადგენილებაში   (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016746)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22.  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დამოუკიდებლად საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობის მიზნით, ტიფლოტექნიკური/ხმოვანი აპარატის შესაძენად თანხის გამოყოფა არაუმეტეს 350 ლარისა.

დახმარების მიღების მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მდგომარეობას, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით;

დ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. ავასტინის ინტრავიტრეალური ინექციის თანადაფინანსებისათვის მოქლაქემ უნდა წარომოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა;

დ) ანგარიშ-ფაქტურა.

ანგარიშსწორება  განისაზღვრება საბიუჯეტო წლის განმავლობაში თითოეულ პაციენტზე არაუმეტეს 600 ლარისა, ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული თანადაფინანსების წესით, ხოლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების ჩატარებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი