დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 18 აპრილის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080090020.18.011.016994 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 18 აპრილის №99/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/04/2024; ს/კ: 080090020.18.011.016852) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის, ანონიმურად გამოქვეყნების ან გამოქვეყნების გადადების შესახებ საკითხს, ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და დამრღვევი პირის მიმართვის საფუძველზე, წყვეტს ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კურატორი ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები