დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016692 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/02/2026, 190020020.35.158.016683) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის. ამ წესის ფარგლებში, სოციალური სარეიტინგო ქულის/დევნილის სტატუსის გადამოწმებას ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული პროგრამის-ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა–MSDA“-ს კანცელარიის მოდულში უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება განცხადების რეგისტრაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების რეგისტრაციის მომენტში სერვისის მიუწვდომლობის გამო შეუძლებელია სოციალური სარეიტინგო ქულის/დევნილის სტატუსის გადამოწმება, აღნიშნულს უზრუნველყოფს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დოკუმენტბრუნვის მეშვეობით.“ 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ქრონიკული დაავადებებით დაავადებული ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (რასაც სრულად არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) 1. დახმარება მედიკამენტებით მკურნალობის უზრუნველსაყოფად კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, გაეწევათ ბენეფიციარებს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ: ა) ეპილეფსია; ბ) პარკინსონი; გ) ბრონქიალური ასთმა; დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია; ე) ონკოლოგიური დაავადებები (ავთვისებიანი სიმსივნეები); ვ) გაფანტული სკლეროზი; ზ) თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში.“ 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს, რომელთაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;“ 4. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. 5. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 6. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. 7. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. 8. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფსორიაზის სამკურნალოდ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ: ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.“ 9. მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“ 10. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები. 11. ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 12. ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები