დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1758-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170000000.05.001.103178 |
|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით; ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).“. 2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირმა, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი, უნდა გაიაროს სტაჟიორთა კონკურსი. სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას. სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირების გასავლელად გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რომელიც ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 23 ივნისი 2026 წ. N1758-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები