დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016546 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №29 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016248) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სფეროს, ზედამხედველობის სფეროს და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს, ხოლო მერის მოადგილე ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სფეროს და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს.“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, სოფლის განვითარების პროგრამებისა და თემების პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება“; 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების: ა) მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. მერიის საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“; ბ) მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: ,,გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.“; გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას დებს მერი.’’ დ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები