დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016547 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, სოფლის განვითარების პროგრამებსა და თემების პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით.“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) შესყიდვების განყოფილება.“. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების: ა) მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ2“ ქვეპუნქტი: „შ2) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას;“; ი) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ3“ ქვეპუნქტი: „შ3) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;“; კ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ4“ ქვეპუნქტი: „შ4) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;“; ლ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ5“ ქვეპუნქტი: „შ5) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას მერისათვის;“. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: ,,მუხლი 61. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას“. 6. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-9 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები