,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016549
16
24/06/2026
ვებგვერდი, 25/06/2026
010250050.35.120.016549
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 24 ივნისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ პუნქტის  „გ.ბ“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08. 12. 2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016254) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (დანართი №1).“

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“.

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,1. მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წინადადებების მომზადებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; „სოციალური მუშაობის შესახებ“, საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;’’ 

ბ) ,,ი2“ -ვეპუნქტი:

,,ი2) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის – www.samtredia.gov.ge ადმინისტრირებას და ინფორმაციის განთავსებას. ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე - www.samtredia.com.ge და იმერეთის ვებ-გვერდზე - www.imereti.gov.ge განთავსების მიზნით;’’

გ) ,,ი3’’-ქვეპუნქტი:

,,ი3) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;“

დ) ,,ი4“ ქვეპუნქტი:

,,ი4) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;“

ე) ,,ი5“ ქვეპუნქტი:

,,ი5) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;“

ვ) ,,ი6“ ქვეპუნქტი:

,,ი6) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;“

ზ) ,,ი7“ ქვეპუნქტი:

,,ი7) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას.“

7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

,,მუხლი 7. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ფუნქციები

სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის – www.samtredia.gov.ge ადმინისტრირებას და ინფორმაციის განთავსებას. ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებპორტალზე – www.samtredia.com.ge და იმერეთის ვებპორტალზე – www.imereti.gov.ge განთავსების მიზნით;

გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

დ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ე) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ვ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

კ) მერიის სამსახურებისა და საკრებულოსათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

ლ) ორგანიზებას უკეთებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და სპეციალისტების სტატუსით ტელერადიო გადაცემებში;

მ) ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად;

ნ) ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა;

ო) ქმნის აუდიოვიდეო მასალებს, ამზადებს აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებს;

პ) ამუშავებს ტელერადიო პროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას;

ჟ) ავრცელებს ინფორმაციებს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას;

რ) ამზადებს პრესრელიზებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

ს) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა