დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016550 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – განყოფილებებისაგან და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან.“. ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-ლი პუნქტი: „11. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება; ბ) კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.’’ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენასა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დოკუმენტის პროექტის მომზადებას; ბ) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისთვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას; გ) II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გაცემისათვის, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადებას; დ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრას; ე) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადებას და ხელმძღვანელისთვის წარდგენას; ვ) წინასაპროექტო და წინასწარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; თ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ლ) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლას და შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადებას; მ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ნ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: ,,მუხლი 41. სამსახურის კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება სამსახურის კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის საჭირო წინადადებათა შემუშვებასა და მათ განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხილვას და წინადადებათა მომზადებას; გ) შენობა-ნაგებობების, ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, სანიაღვრე ქსელების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და საპროექტო წინადადებების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ე) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე; ზ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე კონტროლის დაწესებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. სამსახურის ტრანსპორტის მიმართულების ფუნქციები სამსახური ტრანსპორტის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; გ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების კოორდინაციას; დ) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიანი მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები