„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016551
18
24/06/2026
ვებგვერდი, 25/06/2026
010250050.35.120.016551
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 24 ივნისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016252) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფისგან – განყოფილებისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება;

ბ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება.“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

მუხლი 5. სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება

სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, კონსოლიდაციასა და შესაბამისი პროექტებისთვის/პროგრამებისთვის გამოყენებას;

დ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;

ვ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით წინადადებების შემუშავებას;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობისა და სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობას;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვის შესახებ წინადადებების მომზადება. სახელმწიფო დაწესებულებებიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე შემოსულ მომართვებზე, დოკუმენტებზე, პროგრამებზე და პროექტებზე წინადადებების მომზადებას;

კ) მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა