დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380000000.10.003.025833 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის №210 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2025, 380000000.10.003.025102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი − „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების
სახეები და საფასური
|
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური დგინდება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტითა და 31 მუხლით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის დაჩქარებულ ვადებში გაცემისა და ასევე ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი განაცხადის ფარგლებში გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღეში − 50 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით; ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 150 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 200 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით; დ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 30 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, მიწისქვეშა თერმული, მიწისქვეშა მტკნარი, მიწისქვეშა მინერალური წყლისა და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ე) გეოსაინფორმაციო პაკეტის 30 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარამდე ტერიტორიის არსებობისას − 400 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ვ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 30 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არსებობისას − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ზ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 15 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, მიწისქვეშა თერმული, მიწისქვეშა მტკნარი, მიწისქვეშა მინერალური წყლისა და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; თ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 15 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარამდე ტერიტორიის არსებობისას − 1400 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ი) გეოსაინფორმაციო პაკეტის 15 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არსებობისას − 1600 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; კ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, მიწისქვეშა თერმული, მიწისქვეშა მტკნარი, მიწისქვეშა მინერალური წყლისა და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − 1000 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ლ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარამდე ტერიტორიის არსებობისას − 2500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; მ) გეოსაინფორმაციო პაკეტის 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისთვის, სხვა დანარჩენი სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არსებობისას − 3500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. 2. პირველი პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 12:00 საათამდე. 3. პირველი პუნქტის „დ“ − „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებისთვის განსაზღვრული თანხის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ელექტრონული ფორმით შეტყობინების ჩაბარებიდან სამ სამუშაო დღეში (ანგარიშსწორების ვადის ათვლა იწყება მისი გაცნობის მომდევნო სამუშაო დღიდან). შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც ლიცენზიის გამცემისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ვებგვერდიდან. ამასთან, ამ პუნქტით დადგენილი წესით შეტყობინების მიღების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, იგი ჩაბარებულად ჩაითვლება მისი გაგზავნიდან მეხუთე სამუშაო დღეს. გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის მომდევნო სამუშაო დღიდან. 4. მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი განაცხადი ითვლება გაუქმებულად და წყდება ადმინისტრაციული წარმოება. 5. პირველი პუნქტის „დ“ − „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია, შეცვალოს მოთხოვნა, მომსახურების ვადის დაჩქარების მიზნით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა და შემცირებულ ვადაში მომსახურების მიღებისათვის საჭირო საფასურის სხვაობის გადახდა. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაჩქარება შესაძლებელია მხოლოდ თავდაპირველი გადახდიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება კორექტირებული მოთხოვნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის მომდევნო სამუშაო დღიდან. 6. პირველი პუნქტის „დ“ − „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გეოსაინფორმაციო პაკეტის ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში მომზადების შეუძლებლობის შემთხვევაში (კლიმატური პირობები, კონკრეტულ პერიოდში დანიშნულების ადგილზე მისვლის შეუძლებლობა და ა.შ.), ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია მე-3 პუნქტით დადგენილი ანგარიშსწორების ვადა, გადახდილი თანხა უბრუნდება ლიცენზიის მაძიებელს მის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან (მოთხოვნაში უნდა მიეთითოს შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა გადაირიცხოს თანხა) 10 სამუშაო დღის ვადაში.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები