ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების, აგრეთვე, მათთან შესაბამისობის წესის დამტკიცების შესახებ

ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების, აგრეთვე, მათთან შესაბამისობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017229
35/ნ
01/07/2026
ვებგვერდი, 01/07/2026
470230000.22.035.017229
ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების, აგრეთვე, მათთან შესაბამისობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №35/ნ

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების, აგრეთვე, მათთან შესაბამისობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებები და სტანდარტები სისხლის დაწესებულებებისთვის (დანართი №1) და მათთან შესაბამისობის წესი (დანართი №2).
მუხლი 2
1. ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (დანართი 2) ამოქმედდეს 2028 წლის 1 ოქტომბრიდან.

 2. სისხლის დაწესებულება ვალდებულია, ეტაპობრივად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2030 წლის 1 ოქტომბრამდე დანერგოს ნაციონალური კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებები და სტანდარტები და აღნიშნულ ვადამდე მიმართოს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე