„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-01-04/02
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016188
01-01-04/02
25/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
040030000.33.058.016188
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის

მინისტრის

ბრძანება №01-01-04/02

2026 წლის 25 ივნისი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის №6 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 12/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.058.016162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართ №1-ით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) დანართ №2-ით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.“;

გ) დანართ №3-ით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირისლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულების“ მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

საგამოცდო ლაბორატორიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიდენის სალუქვაძე