ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018866
87/ნ
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
040030000.22.022.018866
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №87/ნ

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ ჭიათურის №7 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე უფლებამოსილი პირის – დავით ცხოვრებაძის სახელი;

ბ) ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ:

ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის, ალექსანდრე სულხანიშვილის სახელი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირების – ლუარსაბ და ელეფთერ ანდრონიკაშვილების სახელი.

მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

6

დავით ცხოვრებაძის სახელობის ქალაქ ჭიათურის №7 საჯარო სკოლა

ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ცხოვრებაძე, №11

დაწ-საბ-საშ

“;

ბ) ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის:

ბ.ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

ალექსანდრე სულხანიშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა

სოფელი აწყური

დაწ-საბ-საშ

“;

ბ.ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

ლუარსაბ და ელეფთერ ანდრონიკაშვილების სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა

სოფელი ოჟიო

დაწ-საბ-საშ

“.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე