დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1815-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.05.001.103195 |
|
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ფლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას.“. 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. ამ კანონის მე-15−166 მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აფერხებს შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და შრომითი იმიგრანტის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1815-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები