პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1808-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.103194
1808-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
100030010.05.001.103194
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 92-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ უცხოელმა მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს უცხოელ მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება დამატებით დროს მოითხოვს, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულს/უცხოელ მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.“;

გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან/უცხოელი მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირ მოსმენაზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

6. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სასჯელის მოხდისას გამოვლენილ სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთანავე, ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს აგრეთვე უცხოელი მსჯავრდებულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს.“;

დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები:

„61. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

62. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“;

ე) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭო მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, გარდა უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

8. მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს გაძევების აღსრულებას.“;

ვ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი:

„91. საბჭოს მიერ უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. უცხოელი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა სავალდებულოა.“;

ზ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.“;

თ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.“.

2. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:

„32. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაუყოვნებლივ აცნობოს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1808-Vმს-XIმპ