დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017702 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.10.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017601) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“. ცენტრის სრული ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law – Training Center of Justice of Georgia“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. დირექტორის და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცენტრის ტერიტორიული ორგანოა ყვარლის სასწავლო ცენტრი.“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) შესაბამისი მიმართულებით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება;“. 5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) შესაბამისი მიმართულებით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება;“. 6. მე-9 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, აგრეთვე პენიტენციური მიმართულებით მოსამსახურეების სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა, აგრეთვე პენიტენციური მიმართულებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხებზე ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსის განხორციელება;“. 7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოსამსახურეთა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება;“.
9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ცენტრის ტერიტორიული ორგანო 1. ცენტრის ტერიტორიული ორგანოს – ყვარლის სასწავლო ცენტრის ფუნქციებია: ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციის მონაწილეთა სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება; ბ) დაგეგმილი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების შესაბამისი სივრცეებით, ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფა, აგრეთვე მათში მონაწილეთა ტრანსპორტირება და განთავსება; გ) ტერიტორიული ორგანოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება; ე) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; ვ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილეების მითითებებისა და დავალებების შესრულება. 2. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპლექსი გამოიყენოს მისი მიზნობრივი დანიშნულებით, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ცენტრის ძირითად საქმიანობას. ცენტრი ვალდებულია კომპლექსით მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოახმაროს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 27 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები