„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017006
164/04
02/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
220090000.18.011.017006
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №164/04

2026 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 09/07/2025; ს/კ: 220090000.18.011.016943) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პუნქტი, რომელსაც აქვს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის უფლება, უფლებამოსილია საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე.“.  

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით;“.  

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას განახორციელებს პუნქტი;“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პუნქტის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ1“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს პუნქტს ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ:

ა) პუნქტს არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა;

ბ) პუნქტი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის, მათ შორის, კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ოპერაციების, იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს პუნქტისა და ფილიალების ჭრილში.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პუნქტში/ფილიალში, ნაღდი ფორმით ნებისმიერი თანხის შეტანის/გატანის ოპერაციებიც უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ქვითრის №;

გ) შესული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) თანხის შემომტანი/გამტანი პირის შესახებ შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;

ე) თანხის შეტანის/გატანის ზუსტი დანიშნულება;

ვ) თანხის შეტანის/გატანის დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ორივე მხარის ხელმოწერა.“;

  გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სესხის გამცემ სუბიექტში ან სხვა პუნქტში ვალუტის გადაცვლის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №;

გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაცია;     

დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის გადაცვლის დამადასტურებელ საბუთში;

ე) შესული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

ვ) გადაცვლის კურსი;

ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;

თ) ორივე მხარის ხელმოწერა.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტმა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული თითოეული ოპერაცია ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.“;

  ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტის მიერ თითოეული ოპერაციის ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირის ვიზუალურად დანახვა, იდენტიფიკაცია და ქვითრის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად.

22. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 180 (ას ოთხმოცი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.“.

8. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პუნქტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა.

7. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა, აგრეთვე სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების და ვადების დაცვით.“.

9. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაინტერესებული პირი წარმოადგენდა იმ პუნქტს ან/და დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი/პარტნიორი/ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენდა იმ პუნქტის ადმინისტრატორს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერს/პარტნიორს/ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელსაც ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ლ1“, „ლ2“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 (ორი) წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;“.

10. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) არღვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

2) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით პუნქტი, მისი ადმინისტრატორი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე არღვევს სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.“.

11. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პუნქტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება, საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.“.

12. დანართები №10 და №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა