დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქერიაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქერიაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016179
56
26/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
000000000.00.152.016179
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქერიაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება 56

2026 წლის 26 ივნისი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის ოფელ ქერიაანთკარში  მდებარე  უსახელო  ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის   ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ  ქერიაანთკარში  მდებარე  უსახელო  ქუჩას მიენიჭოს მე-2 ქუჩის სახელი  თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17). 

 

სარებულოს თავმჯდომარე                                                       ნუკრი უნდილაშვილი