„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016768
10
30/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010250050.35.153.016768
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 30 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016761,  24/02/2026 წ.), კერძოდ:

ა). დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის“  მე-10  მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

„2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“

ბ). დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის“  მე-20  მუხლი ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

მუხლი 20. ხანძრის  და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე  პირების  ქირით  უზრუნველყოფა

1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები მოქალაქეები, კერძოდ:

ა) ხანძრის, სტიქიის და/ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები;

ბ) პირები, რომელთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ავარიულობის და სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო საჭიროა საცხოვრებელი ფართიდან გაყვანა;

ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.

3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო/არის  პროგრამით მოსარგებლე.

4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს  1 (ერთი) წლისა.

5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 800 (რვაასი) ლარით.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი