დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016424 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06.07.2018 წ, სარეგისტრაციო ნომერი: 0102600.20.35.151.016256) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური 1. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის შესაბამისი უფროსი სპეციალისტი. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; 3. დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; 4. დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; 5. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; 6. გეგმარებითი დავალებების მომზადებას; 7. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას არქიტექტურულ-სამშენებლო ნაწილში; 8. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; 9. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; 10. მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების შემუშავებას; 11. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები