დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016428 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/04/2026, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.151.016418) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №3
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია იურიდიული პირებისათვის
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის განისაზღვროს შემდეგი ფორმულის სახით: მ = გ x რ, სადაც: მ არის ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართობი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები