აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016542
15
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010260020.35.110.016542
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026  წლის 30 ივნისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის  №18  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ  მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება;

გ) აპარატის და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი .

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში  განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ)  წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

 ე)   ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

 ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;

ზ)  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;

გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, ფულადი ჯილდო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;

ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.


მუხლი 5. სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას.

ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების მომზადებას;

გ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენას, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას, განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

დ) მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მერიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ვ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ზ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ი) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

მ)მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ო)მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვისა, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
ადამიანური რესურსების მართვისა, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ბ) მერიაში შექმნილი და მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

გ) მერიის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ე) საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და შტამპების სათანადო გამოყენებას;

ვ) შეიმუშავებს მერიაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას;

ზ)მერიაში ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას, კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

თ) ახორციელებს მერიის ინსტიტუციური მოწყობის ანალიზს და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს დაწესებულების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, ან მათ მომზადებაში მონაწილეობას;

ი) მერიაში ღირებულებების და ეთიკის ნორმების დანერგვას; ხელს უწყობს ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების პროცესს; უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის შემუშავებას და კომპეტენციის ფარგლებში - შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგს;

კ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან;

ლ)მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და შრომითი ხელშეკრულებით პირის სამსახურში მიღების მიზნით უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებას და საჯარო კონკურსებისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

მ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა სახის საკადრო დოკუმენტების მომზადებას, მათი გაფორმებას და აღრიცხვას, პირადი საქმეების შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, პერიოდულად მათ სრულყოფას;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის – „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA" ადამიანური რესურსების მართვის მოდულის მართვას და ადმინისტრირებას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (vacancy.hr.gov.ge) მერიისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოდულების მართვას; პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის;

ო) შეიმუშავებს მერიის მოხელეთა შეფასების მეთოდებს, მონაწილეობს მოხელეთა შეფასების პროცესში და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შეფასების პროცესს; სათანადო კონსულტაციებს უწევს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს; აღრიცხავს და აანალიზებს მოხელეთა შეფასების შედეგებს, ამზადებს წინადადებებს საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ;

პ) მერიის მოხელეთა პროფესიული განვითარების  გეგმის შედგენისთვის სამსახურების მხარდაჭერას, მოხელეთა პროფესიული განვითარების ორგანიზებას, კონტროლს მერიის მოხელეთა მიერ სასწავლო პროგრამების შერჩევასა და გავლაზე და სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

ჟ) ორგანიზებას უწევს მერიაში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

რ)მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, უფლებამოსილების შეჩერება, შვებულება) მომზადებას; საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირების კონსულტირებას და მეთოდურ დახმარებას;

ს) ახორციელებს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე მოხელეთა კონსულტირებას და კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ხელშეწყობას; პასუხისმგებელია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე;

ტ) საკრებულოს, მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ;

უ) საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას ან მონაწილეობს მათ მომზადებაში, უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ გამართულობას და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

ფ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;

ქ)  მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ღ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ყ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) მერიისა  და  მერიიის  თანამდებობის  პირების  საქმიანობის  საჯაროობას,  საჯარო ინფორმაციის   რეესტრის  წარმოებას, საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიული წესით  გამოქვეყნებას,  საჯარო ინფორმაციის გაცემას  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  36- მუხლის მოთხოვნის შესაბამისად;

გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

დ) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებას და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ე)  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ვ)  მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

ზ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. აპარატის და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება
აპარატის და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ორგანიზებას და ჩატარებას;

ბ) მერიის და საკრებულოს, სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას,  კეთილმოწყობას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

დ) მერიის და საკრებულოს  საოფისე მასალებით მომარაგებას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად თანამშრომელთათვის აუცილებელი პირობების შექმნას;

ე) მერიის და საკრებულოს  ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებასა და დაცვას;

ვ) მერიის და საკრებულოს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია
1. სამსახურის დებულებას  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.