აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016543
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010250050.35.110.016543
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/2026 - 30/07/2026)

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 30 ივნისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  სამსახური
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომ  სამსახური) არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ  მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზებასა და ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესახებ, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა თანამდებობის პირებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას და სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობისა და  აბაშის მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის  სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ  ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;

ბ) საგანგებო სიტუაციების, გარემოს დაცვისა  და სტიქიური მოვლენების კოორდინაციის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებანი და  ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსის) არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციები დროებით შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ) წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;

ზ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;

გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, ფულადი ჯილდო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;

ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ე) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ვ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება; იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.


მუხლი 5. სამსახურის  ფუნქციები:
მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის  ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

დ)  მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ე)    წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგი;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;

ზ) მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მერისთვის წინადადებების წარდგენა, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;

თ) მერის წარმომადგენლების დახმარება მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;

ი)  დასახლების საერთო კრებების და კონსულტაციების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ)  მერის წარმომადგენელთა მეთოდური დახმარება;

ლ)  სტიქიური სიტუაციებისა და კატასტროფების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;

მ)  არსებული რისკების ანალიზი და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავება;

ნ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 6. საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ  ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება
საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ  ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობას და ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობას;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

დ)  მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ე)  წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

ზ) მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მერისთვის წინადადებების წარდგენას, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;

თ)    მერის წარმომადგენლების დახმარებას მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;

ი)  დასახლების საერთო კრებების და კონსულტაციების ორგანიზაციული უზრუნველყოფას;

კ)  მერის წარმომადგენელთა მეთოდურ დახმარებას.


მუხლი 7. საგანგებო სიტუაციების, გარემოს დაცვისა  და სტიქიური მოვლენების კოორდინაციის განყოფილება
საგანგებო სიტუაციების, გარემოს დაცვისა  და სტიქიური მოვლენების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  სტიქიური სიტუაციებისა და კატასტროფების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფას,  სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას;

ბ) არსებული რისკების ანალიზს და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავებას;

გ) სტიქიის შედეგების აღდგენითი პროცესების ორგანიზებას, კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობის გაფრთხილებას და უსაფრთხოების წესების გაცნობას;

დ)  ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილიზებას საგანგებო სიტუაციების დროს;

ე)  სხვადასხვა უწყებებთან და სამაშველო სამსახურებთან თანამშრომლობას;

ვ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში  ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია
1. სამსახურის დებულებას  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.