დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016339 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 24/12/2025; 190020020.35.147.016330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 3606.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2026 წლის სხვა შემოსავლები 36.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3247.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ვ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1015.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1015.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ზ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად: ათას ლარებში
ი) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის 5.1.2 და 5.1.7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: თითოეულ ახალშობილზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. 5.1.7 დევნილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური) 1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა) ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილი ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში. ერთჯერადად ბიუჯეტიდან გაეწევათ დახმარება სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათის მიტანა მოხდება ადგილზე. ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში და სასურსათო კალათის ნაცვლად მიეცემათ ფულადი დახმარება. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ყურის სასმენი აპარატებით დახმარება. აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ ყურის სასმენ აპარატებს. 3. შაქრის დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანთა დახმარება. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი (ინსულინდამოკიდებული) პირები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 4. ინსულტგადატანილი პირებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი, რის შედეგადაც აღენიშნებათ მოძრაობისა და მეტყველების გართულება და საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობას/რეაბილიტაციას. კ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2026 წლის ასიგნებები განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები