„საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.025839
290
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
310150000.10.003.025839
„საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2026 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველის საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2026 წლის 29 აპრილის №1543-Vმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2024, 310150000.10.003.024846) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
  1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 28 ივნისის №3311-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების წესები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების წესები“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების წესების“ (შემდგომში – წესი) მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), გემის მფლობელისა და გემის ოპერატორის უფლება-მოვალეობებს, ასევე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური რეგულირების წესებსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. მოქმედების სფერო

ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ზე, რომელიც/რომლებიც შიდა სახმელეთო წყლებში ახორციელებს/ ახორციელებენ მგზავრის/ტვირთის გადაყვანას/გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ასევე ახორციელებენ სპორტულ ღონისძიებებს.“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო;“;

დ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი − მცურავი საშუალება, რომელიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადასაადგილებლად გამოიყენება;“;

დ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-4 − მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სააგენტოს უფლება-მოვალეობები

1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა სააგენტო.

2. ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტო:

ა) აწარმოებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების სახელმწიფო რეესტრს;

ბ) გასცემს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის მოწმობას;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს უწყობს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევას;

დ) უფლებამოსილია, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შეზღუდოს/შეაჩეროს სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობა და, საჭიროების შემთხვევაში, აცნობოს შესაბამის ორგანოებს. მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობის შეზღუდვის/ შეჩერების შემთხვევაში, განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების ნაოსნობის შეზღუდვაზე/შეჩერებაზე ინსპექტირება;

ე) მის მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისთვის ამტკიცებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამას (შემდგომში – გადამზადების პროგრამა);

ვ) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის სერტიფიკატის გაცემასა და რეგისტრაციას;

ზ) უფლებამოსილია, ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, შეიმუშაოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები;

თ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;

ი) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მფლობელის ვალდებულებები:

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაარეგისტრიროს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი რეესტრში და, ტექნიკური მდგომარეობის ცვლილების ან სხვა გარემოებების შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით;

ბ) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, გარემო და უზრუნველყოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია;

გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა, ამ წესის შესაბამისად და გამოყენებამდე შეამოწმოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა;

დ) გააცნოს მგზავრებს გემზე ასვლის, ყოფნისა და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები;

ე) განახორციელოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული  გემის ნაოსნობა (მართვა), მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია;

ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული  გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; 

ზ) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე;

თ) უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს სააგენტოსა და შესაბამის ორგანოებს;

ი) დაიცვას შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მუხლი 6. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის  რეგისტრაცია

1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი ექვემდებარება რეგისტრაციას, დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატაცია, რეგისტრაციის გარეშე.

3. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო და რეგისტრაციის საფუძველზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას.

4. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის  რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად.

5. რეგისტრაციის/სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

6. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემები, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, შესაძლებელია, განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

მუხლი 7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემით სარგებლობისა და ნაოსნობის წესები

1. აკრძალულია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის გამოყენება:

ა)  რეგისტრაციის მოწმობის გარეშე;

ბ)  უსაფრთხოების სერტიფიკატის მოწმობის გარეშე;

გ) მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისა და ტვირთამწეობის რეესტრში ასახული მონაცემების დარღვევით;

დ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრისა და რაოდენობის რეესტრში ასახული მონაცემების დარღვევით;

ე) ამ წესით გათვალისწინებული სამაშველო, სახანძრო, საკომუნიკაციო საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის გარეშე;

ვ) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. აკრძალულია:

ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მართვა;

ბ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის;

გ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ასეთი პირისათვის მცურავი საშუალების სამართავად გადაცემა;

დ)  შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როდესაც შეუძლებელია მანევრირება;

ე) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემებიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, აგრეთვე სხვა მასალების ჩაყრა/ჩაღვრა;

ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება;

ზ) ნაოსნობა დღე-ღამის ბნელ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრაციის მოწმობითა და უსაფრთხოების სერტიფიკატით;

თ) მოძრაობის დროს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული ერთი გემიდან მეორეზე გადასხდომა;

ი) დღე-ღამის ბნელ დროს სანავიგაციო შუქების გამოყენების გარეშე ცურვა.

3. პირები, რომლებიც მართავენ მცურავ საშუალებას, ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან გარემო.

მუხლი  8.  შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის სერტიფიკატი

1. იახტის, კატარღისა და სასეირნო დანიშნულების შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მართვა დასაშვებია, თუ პირს აქვს გემის ოპერატორის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი).

2. სერტიფიკატი გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელმაც წარმატებით გაიარა გადამზადების პროგრამა.

3. სერტიფიკატს გასცემს სააგენტო, გადამზადების პროგრამის წარმატებით გავლის საფუძველზე.

4. სერტიფიკატის ფორმასა და მისი გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესს ამტკიცებს სააგენტო.

5. სერტიფიკატის გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

ვ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გარემოს დაცვის მიმართ მოთხოვნები

დაუშვებელია გემზე მყოფი პირ(ებ)ის მიერ შიდა სახმელეთო წყლის დაბინძურება.“;

თ) მე-12 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი აღჭურვილი უნდა იყოს სამაშველო აღჭურვილობით (სამაშველო რგოლი, სამაშველო ჟილეტი და ა. შ.).“;

თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გემს უნდა ჰქონდეს მასზე მყოფ პირთა რაოდენობის შესაბამისი სამაშველო ჟილეტები.“;

ი) მე-13 მუხლის:

ი.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

2. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემზე განთავსდეს შესაბამისი ხანძრის კლასისთვის განკუთვნილი  ხანძარმქრობი საშუალებები.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
2026 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი“ გულისხმობს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გამოყენებულ მცურავ საშუალებას.

 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე