„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016469
8
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010260020.35.155.016469
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 30 ივნისი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016244) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „რ) მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელება;“.

2.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) შესყიდვების განყოფილება.“.

3. დაემატოს 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 61. შესყიდვების განყოფილება

1. სამსახურის შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ზ) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; 

თ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;

ი) შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას:

კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და შესაბამისი არქივის წარმოებას;

მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ  ხელშეკრულებების პირობების  ცვლილებებთან და  საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;

ნ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევას;

ო) ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნის, განვითარებისა და განახლების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, რისთვისაც მოიპოვებს და ერთიანი  სისტემატიზებული ფორმით აგროვებს ინფორმაციას შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდება/შესრულებაზე გაკეთებული  შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ მუნიციპალიტეტის  წინაშე ნაკისრი ვალდებულებების (ასეთის შემთხვევაში) შესრულების შესახებ;

პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი