„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.025847
298
01/07/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
480140000.10.003.025847
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2026 წლის 5 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“    ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  თურქეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე