დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 11 ოქტომბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016443 |
|
„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 11 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 11 ოქტომბრის №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/10/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.057.016385) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით განისაზღვროს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი – საბჭოს წევრი; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები