სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016448
10
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010260020.35.168.016448
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 3 ივლისი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №12 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,  09/03/2018,   010260020.35.168.016246).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 აგვისტოდან.

 


სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

 


თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. პირველადი სტრუქტურული ერთეული სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახური

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საფუძველზე და არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვას, სახელმწიფო  შესყიდვების განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ახორციელებს მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.

2. სამსახურს აქვს შტამპი და  დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება  და, ასევე, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

გ) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ე)  საიდუმლო დოკუმენტაციის  წარმოებას;

ვ)  საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და არქივირებას;

ზ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას;

ი) თანამდებობის პირების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

კ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ლ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

მ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ნ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ო) მერიის საჯარო  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას.  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

პ) მერიის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს; სამსახურებისათვის სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებებისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;  წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;  წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების შესახებ მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კადრების საჭიროებათა შესწავლასა და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას;

ჟ) მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირთა აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

რ) მერიის  საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

ს) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ტ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

უ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობას;

ფ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურული საკითხის მოგვარებას;

ქ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების   პროექტების   მომზადებას;

ღ) „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად  წლიური გეგმის  პროექტის მომზადებას;

ყ) სახელმწიფო  შესყიდვების  დაგეგმვას,  წლიური  შესყიდვების  გეგმის  შედგენასა   და   კორექტირებას;

შ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან   ელექტრონულ  სისტემაში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების  პროცედურებისა  და  სანიმუშო  დოკუმენტების   ფორმების   მომზადებას;

ც) დამტკიცებული   შესყიდვის  წლიური გეგმის შესაბამისად  შესყიდვების მომზადებასა და   განხორციელებას;

ძ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს    კანონის     შესაბამისად   განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის: სავარაუდო  ფასების   განსაზღვრას, შესყიდვის  საშუალების   შერჩევას, შესაბამისი  დოკუმენტაციის   შედგენას    და ა.შ.

წ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების  გამჭვირვალობის   ხელშეწყობას;

ჭ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების  პროექტის  მომზადებას;

ხ) ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულებას დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების  განხორციელებას;

ჯ) ტენდერებისა  და  ხელშეკრულებების  რეესტრის  წარმოებას;

ჰ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 4. სამსახურის   სტრუქტურა

1. სამსახური შედგება  მეორადი სტრუქტურული  ერთეულებისაგან – განყოფილებებისაგან.

2.  სამსახურის  განყოფილებებია:

ა) საზოგადოებასთან, მედიასთან  ურთიერთობისა  და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;

გ) კანცელარიის განყოფილება ;

დ) შესყიდვების განყოფილება.

 

მუხლი 5.  საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობისა და ადამიანური  რესურსების  მართვის განყოფილება

საზოგადოებასთან, მედიასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას,  ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია და დახურული კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  მიღებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

გ) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);

დ) მერიაში პირადი  შემადგენლობის  საკითხებზე: მოხელის დანიშვნის მიზნით  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  კონკურსების გამოცხადებას, მისი მიმდინაროების ორგანიზებას,  მოხელეთა დანიშვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის,  /გათავისუფლების/, შეჩერების, მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების ან/და წახალისების შესახებ მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთათვის კლასის მინიჭების შესახებ მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; კლასის მინიჭების, დროებით დამატებითი ფუნქციების და დროებით სხვა ფუნქციების დაკისრების შესახებ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას;

ე)  საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეების წარმოებას და  ადამიანური რესურსების მართვის ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში (HRMS) ასახვას;

ვ)  მოხელეთა სტაჟირების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესახებ წინადადებების შემუშავებას;   კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე და ა.შ. დასასწრებად შესაბამისი  კანდიდატების შერჩევას;  ,,სასწავლო გეგმის დამტკიცების თაობაზე“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შემუშავებას;

ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა  და პროფესიული  საჯარო  მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოების  ოდენობების  დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას;

თ)  მერიის თანამდებობის პირთა მიერ  კანონით დადგენილი წესით და ვადებში დეკლარაციების წარდგენაზე მონიტორინგს ;

ი)  სტრუქტურული ერთეულების – სამსახურის უფროსების მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად საჯარო მოსამსახურეთა შვებულების გრაფიკის შედგენას;

კ) მეთოდურ დახმარებას   სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს – სამსახურის უფროსებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებაში;

ლ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  სტაჟირების    გავლის   წესის   შესაბამისად,  მერიის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების მსურველთა განცხადებების განხილვას,  სტაჟირების გრაფიკისა და ვადის განსაზღვრას;  ,,სტაჟიორად მიღების შესახებ“ მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებლივი აქტის პროექტის მომზადებას;

მ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან (სამსახურის უფროსთან) ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა  შეფასების ორგანიზებას დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ნ)  მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და  გამოქვეყნებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; მერიის მუშაობის საინფორმაციო - ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ო) მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის გამართულ მუშაობას;

პ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოსთან;

ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას,  ადმინისტრირებას, ასევე სოციალური ქსელით შემოსული შეტყობინებების განხილვას და პასუხის გაცემას;

რ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციასა და მათ გაშუქებას შესაძლო წყაროების საშუალებით;

ს) მერის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

ტ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 6. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება

მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოების ჩართულობასა და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისათვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებაში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ)  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;

გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

 დ)  დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას, საკრებულოს მიერ დამტკიცებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისათვის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) მერის წარმომადგენლებთან  კოორდინაციით  მოსახლეობის კავშირს საკრებულოსა და მერიასთან;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების   შესახებ წინადადებების შემუშავებას;

ზ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების  მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას;

თ)  მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 7.  კანცელარიის  განყოფილება

კანცელარიის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მერიაში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით (MSDA, E-DOCUMENT, MMS, MS.GOV.GE)  აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ   ღონისძიებებთან   დაკავშირებით;

ბ)  მერიაში შექმნილი,  მერისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით და შემსრულებლებისათვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს;

გ) კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებასა და არქივის წარმოებას;

დ)  მერიის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ე) საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) დოკუმენტების შესრულების  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი)  საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და  ბლანკების სათანადო გამოყენებას;

კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 8. შესყიდვების   განყოფილება

შესყიდვების  განყოფილება  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად  სახელმწიფო     შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების  გეგმის პროექტის  შედგენას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს,  ასევე წარადგენს წინადადებას მის კორექტირებაზე;

ბ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში  ატვირთვას  დადგენილი ვადების შესაბამისად;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და  სანიმუშო  დოკუმენტების   ფორმების   მომზადებას;

დ) დამტკიცებული  შესყიდვის  წლიური  გეგმის  შესაბამისად,    შესყიდვების   მომზადებასა    და განხორციელებას;

ე) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების  კანონით განსაზღვრული  შესყიდვების  პროცედურების განხორციელებას, მათ  შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების   შერჩევას, შესაბამისი  დოკუმენტაციის   შედგენას   და   ა.შ;

ვ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი  კონკურენციის  მხარდაჭერას, შესყიდვების  პროცედურების   გამჭვირვალობის   ხელშეწყობას;

ზ) ტენდერისა და კანონით  დადგენილი  შესყიდვის  სხვა საშუალების  ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა  და  გამჭვირვალობის   უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების  პროექტის   მომზადებას.

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლი 9. სამსახურის  უფროსი

1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს  პირველადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და   თანამდებობიდან   ათავისუფლებს   სიღნაღის   მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის  უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის    დაკისრებული   ამოცანებისა   და  ფუნქციების   შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს  სტრუქტურული  ერთეულის  მოსამსახურეებს;

გ) მერს  წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების  შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და   რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის საქმიანობის კონტროლის, ანგარიშის მოსმენისა და შეფასების მიზნით წარუდგენს ანგარიშს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ   ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას;

თ) იბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის(განყოფილება) პროფესიული საჯარო მოხელეების ანგარიშებს  გაწეული  საქმიანობის   შესახებ;

ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილება) უფროსის მუშაობას;

კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი  პირობების   შექმნას;

ლ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის  შრომის შინაგანაწესისა და დისციპლინის   დაცვას;

მ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;

ნ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა  და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ  ფუნქციებს.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის  შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

 

მუხლი 10. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების  საქმიანობას;

ბ) ახორციელებს  განყოფილების პროფესიულ  საჯარო   მოხელეთა  საქმიანობის  საერთო   ხელმძღვანელობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების  პროფესიულ საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო  გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების   განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია  განყოფილებისათვის  დაკისრებული  ამოცანებისა  და   ფუნქციების      შესრულებაზე;

ე) განსაზღვრავს  განყოფილების  პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისების, ან/და  დისციპლინური პასუხისმგებლობის   თაობაზე;

ზ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ  დაკისრებულ  მოვალეობათა  შესრულებას;

თ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების  წესს, შეიმუშავებს  წინადადებებს   განყოფილების  მუშაობის  სრულყოფის საკითხებზე;

ი) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების  შესრულებისთვის;

კ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა  მუშაობას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების  უფროსი  ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის  შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.

 

თავი V

სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 11. სამსახურის პროფესიულ  საჯარო მოხელეთა უფლებები

სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო   და  სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება-მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო  პირობებით  უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი  სხვა  უფლებითა  და   გარანტიებით.

 

მუხლი 12. სამსახურის  პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა  ვალდებულებები

სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან:

ა)  შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის  დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და  მერის  დავალებით  განსაზღვრული  ვალდებულებანი;

ბ) დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი;

გ) იმუშაონ  პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად;

დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.

 

მუხლი 13. პროფესიულ  საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი  სარგოს   განსაზღვრა

1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 14.  სამსახურის  დებულების  დამტკიცება   და  ცვლილების   შეტანა

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება   შეიძლება  შეტანილ  იქნეს    კანონმდებლობით     დადგენილი   წესით.

3. სამსახურის  რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.