დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016046 |
|
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016036) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. გასაჩივრების წესი 1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საპენსიო ფონდისთვის მიმართვის გზით ან საჩივრის სასამართლოში წარდგენით. 2. საპენსიო ფონდში საჩივრის წარდგენისათვის დამსაქმებელი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით უფლებამოსილია მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების ან საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით, საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge.“. 2. ცვლილება შევიდეს დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 24 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №2
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № [..]
|
1. შედგენის თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი)
2. შემდგენი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი. 3. სამართალდამრღვევი (შემდგომში – დამსაქმებელი): (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი)) 4. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ: 5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი: 6. საპენსიო შენატანის კანონმდებლობით დადგენილი წესით განუხორციელებლობისათვის დამსაქმებელს დაეკისროს ჯარიმა - [...] ლარის ოდენობით. 7. ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია: დამსაქმებელმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს წინამდებარე საჯარიმო ქვითრის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით: ა) დამსაქმებლის რეკვიზიტები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ) დანიშნულება, სადაც უნდა მიეთითოს წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეკვიზიტები; გ) ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა; დ) ბანკის კოდი: ე) სახაზინო კოდი: 8. თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): 9. სამართალდამრღვევის უფლებები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, ამასთან, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით (მათ შორის, კოდექსი 252-ე მუხლით) გათვალისწინებული უფლებამოსილებით. დამსაქმებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება/წარედგინება მის ელექტრონულ გვერდზე, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ძალაშია მისი გამოწერის თარიღიდან, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – წესი) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ჯარიმა არ იქნება ნებაყოფლობით სრულად გადახდილი და ამავდროულად არ იარსებებს საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლის წარდგენას და სააღსრულებო წარმოებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებას. წინამდებარე საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეიძლება საპენსიო ფონდში (მისამართი:[.] საჩივრის წარმოდგენის გზით ან სასამართლოში (მისამართი: [.])), მისი გაცნობის (ელექტრონულ სისტემაში განთავსების) დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წინამდებარე საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, გენერირებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები