დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-282 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016999 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 ივნისის №271 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს
დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 ივნისის №271 დადგენილების საფუძველზე.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო. სააგენტოს ინგლისურენოვნი სახელწოდებაა – Legal Entity of Public Law – Information Technology, Environmental and Agro Service Agency of The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. 3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №32გ. |
მუხლი 2.
სააგენტოს საქმიანობის სფერო
|
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
|
მუხლი 3.
სააგენტოს ამოცანები
|
სააგენტოს ამოცანებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური, ციფრული ტრანსფორმაციისა და სერვისების განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, კიბერუსაფრთხოების მექანიზმებისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შემუშავება და მათი დანერგვა სამინისტროს ინფორმაციულ სისტემებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ცენტრის, ქსელური სისტემებისა და შესაბამისი ტექნიკური რესურსების ადმინისტრირება, განვითარება და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) კომპიუტერული, ქსელური და სხვა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგის, განახლებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით ეტაპობრივი ჩანაცვლების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის, ცენტრალიზებული მონაცემთა ცენტრისა და ინფორმაციული სისტემების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული პლატფორმების შექმნა, დანერგვა, განვითარება, ინტეგრაცია და მხარდაჭერა; ზ) ბიზნესპროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერა და შესაბამისი IT პროექტების მართვა; თ) გეოსაინფორმაციო სისტემების, სივრცითი მონაცემებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმების მართვა, განვითარება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ერთიანი სტანდარტების დანერგვა; ი) საკუთარი საჭიროებებისთვის ან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე აეროგადაღების, ორთოფოტოების დამუშავებისა და გარემოსდაცვითი და აგრო მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნა, ადმინისტრირება და განვითარება; კ) სივრცითი და დარგობრივი მონაცემების ერთიანი ბაზების შექმნა, ადმინისტრირება, მონაცემთა გაცვლისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ლ) სერვისების კატალოგების შექმნა, ადმინისტრირება და მომხმარებელთა წვდომის დონეების მართვა; მ) არსებული ციფრული სერვისების გამართულობის უზრუნველყოფა, ახალი ინოვაციური სერვისების ეტაპობრივი დანერგვა და მონაცემთა უწყვეტობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო სერვისების განვითარების, სტანდარტიზაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მოდელების დანერგვის ხელშეწყობა; ო) მოქალაქეების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის სამინისტროს სტრატეგიულ პროექტებთან, სერვისებთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სატელეფონო მომსახურების ერთიანი სისტემის მეშვეობით; პ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის, მომხმარებელთა მართვისა და სატელეფონო მომსახურების ერთიანი სისტემის უზრუნველყოფა; ჟ) მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზისა და სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა; რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ტექნოლოგიური ინოვაციების, თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებებისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; ს) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ტექნოლოგიური და ოპერაციული კოორდინაციის უნიფიცირება და უზრუნველყოფა; ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 4.
სააგენტოს უფლებამოსილება
|
სააგენტო უფლებამოსილია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი სტანდარტები, მეთოდოლოგიები, წესები და რეკომენდაციები, აგრეთვე უზრუნველყოს მათი დანერგვა და შესრულების მონიტორინგი; ბ) შექმნას, განავითაროს, დანერგოს, ადმინისტრირება გაუწიოს ან/და მხარი დაუჭიროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციულ სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, ელექტრონულ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებს; გ) უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების მონაცემთა ცენტრის, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, საკომუნიკაციო სისტემებისა და შესაბამისი ტექნიკური რესურსების ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირება, განახლება და განვითარება; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და უწყვეტობის მართვის პოლიტიკისა და მექანიზმების დანერგვა, მონიტორინგი და განვითარება; ე) განახორციელოს კომპიუტერული, ქსელური და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მართვა, მონიტორინგი, ტექნიკური მომსახურება, მოდერნიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით ეტაპობრივი ჩანაცვლება; ვ) განახორციელოს ბიზნესპროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების დაგეგმვა და მართვა; ზ) შექმნას, ადმინისტრირება გაუწიოს და განავითაროს გეოსაინფორმაციო სისტემები, სივრცითი მონაცემების ბაზები და შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმები, ასევე უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებში მონაცემთა ერთიანი სტანდარტების დანერგვა და მონაცემთა გაცვლა; თ) უპილოტო საჰაერო სისტემების გამოყენებით განახორციელოს აეროგადაღება, ორთოფოტოების დამუშავება, შესაბამისი მონაცემების ანალიზი/ადმინისტრირება და მონაცემთა გაცვლა; ი) უზრუნველყოს სივრცითი, სტატისტიკური და დარგობრივი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ინტეგრაცია, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება; კ) შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს სერვისების კატალოგებს, მომხმარებელთა მართვის სისტემებსა და წვდომის უფლებების მართვის მექანიზმებს; ლ) უზრუნველყოს ციფრული და ტექნოლოგიური სერვისების უწყვეტი ფუნქციონირება, ხელმისაწვდომობა, განვითარება და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვა; მ) უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის, მომხმარებელთა მართვისა და სატელეფონო მომსახურების ერთიანი სისტემის ორგანიზება და ფუნქციონირება; ნ) უზრუნველყოს მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინფორმირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის, სერვისებისა და პროექტების შესახებ, მათ შორის სატელეფონო და ელექტრონული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით; ო) განახორციელოს მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; პ) უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ტექნოლოგიური ინოვაციების, თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებებისა და ერთიანი ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; რ) კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები, დასკვნები, ანალიტიკური მასალები და რეკომენდაციები სამინისტროსათვის; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან; ტ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფარგლებში, განახორციელოს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა; უ) სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, გასწიოს მომსახურება მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, დადოს ხელშეკრულებები და განახორციელოს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული და სამართლებრივი მოქმედებები; ქ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
|
მუხლი 5.
სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
|
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და პასუხისმგებელია სააგენტოს ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, ეფექტიან ფუნქციონირებაზე, განვითარებაზე და ფინანსურ მდგრადობაზე; დ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და სამინისტროსათვის შესაბამისი ანგარიშგების წარდგენაზე; ე) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების, განვითარების პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; თ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს დავალებებს, უზრუნველყოფს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომელზე მოახდინოს მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ამტკიცებს მათ სამუშაო აღწერილობებს და საჭიროების შემთხვევაში აკისრებს მოვალეობის შესრულებას შესაბამის თანამშრომელს; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს სახელით : ლ.ა) დებს ადმინისტრაციულ, შრომით და სხვა სახის ხელშეკრულებებს, გარიგებებს, ამყარებს კონტაქტებს და გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (მინდობილობებს); ლ.ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების, დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის შესახებ; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას და პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა კანონით გათვალისწინებული შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფ სახსრებს, საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, ინფორმაციული უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და სხვა შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებს; პ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, აქედან, ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. 4. სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ორი მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 5. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. |
მუხლი 6.
სააგენტოს სტრუქტურა
|
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) საფინანსო დეპარტამენტი; გ) სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი; დ) ციფრული განვითარების დეპარტამენტი; ე) დისტანციური მომსახურების დეპარტამენტი; ვ) სერვისების მართვის დეპარტამენტი.
|
მუხლი 7.
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
|
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო: ა.ა) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და კოორდინაცია; ა.ბ) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული, გასული და შიდა კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი; ა.გ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული არხებით შემოსული შეტყობინებების, განცხადებებისა და საინფორმაციო მასალების მიღება, საქმისწარმოების სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფზე განაწილება; ა.დ) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და გაგზავნა; ა.ე) შიდა და ოფიციალური კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა; ა.ვ) საქმეთა ფორმირება და არქივირება, მათ შორის, სააგენტოს არქივში დაცული მუდმივშესანახი დოკუმენტების სახელმწიფო დაცვაზე გადასაცემად მომზადება და სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში ჩაბარება; ა.ზ) სააგენტოს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ა.თ) სააგენტოში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების (თათბირების) ჩატარების ორგანიზება, ოქმის გაფორმება და კონტროლის განხორციელება საოქმო გადაწყვეტილების დროულ შესრულებაზე; ა.ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. ა.კ) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ა.ლ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა; ა.მ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; ა.ნ) სააგენტოს საჭიროებების შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის შერჩევა/განვითარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ო) სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა; ა.პ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, მივლინების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება; ა.ჟ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ა.რ) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ა.ს) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება/განახლება, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ა.ტ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა; ა.უ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ა.ფ) შრომის შინაგანაწესის შემუშვება; ა.ქ) სამსახურებრივი ცნობების მომზადება, მათ შორის სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ; ა.ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ა.ყ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. ბ) ქონების მართვისა და ლოჯისტიკის სამმართველო: ბ.ა) სააგენტოსთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება; ბ.ბ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობა, აღრიცხვა და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.დ) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტიანად მართვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება; ბ.ე) კორესპონდენციების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; ბ.ვ) სხვა სახელმწიფო უწყების საკუთრებაში მყოფი უძრავი და მოძრავი ქონების სააგენტოს სარგებლობაში გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; ბ.ზ) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.თ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ჩამოწერილი ქონების განადგურების ორგანიზება; ბ.ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ჯართად ჩამოწერილი ან სამინისტროს მიერ გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების შესაბამისი უწყებისთვის გადაცემა, შემდგომი განკარგვის მიზნით; ბ.კ) სასაწყობო მეურნეობის, მათ შორის საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების აღრიცხვა, მართვა, კონტროლი და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამისი მატერიალური რესურსებით მომარაგება; ბ.ლ) სააგენტოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა; ბ.მ) სააგენტოს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ბ.ნ) სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება; ბ.ო) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის, აღრიცხვისა და თანამშრომელთა სამსახურებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ორგანიზება; ბ.პ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა, ჩამოწერა და აღრიცხვა; ბ.ჟ) შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ.რ) საკანცელარიო და სამეურნეო სასაწყობო მარაგების აღრიცხვა, მართვა, კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება; ბ.ს) სააგენტოს მომარაგება/განაწილება საკანცელარიო, სამეურნეო და სხვა აუცილებელი საქონლით; ბ.ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბიუჯეტირებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო: ა.ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის განხორციელება; ა.ბ) საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია, სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით განწერის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბიუჯეტო პროცედურების განხორციელება; ა.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა დასამტკიცებლად; ა.დ) სააგენტოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში, საჭიროების მიხედვით, ცვლილების პროექტის მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა; ა.ე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ვ) სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის და მატერიალური წახალისების გამოსაყოფი სახსრების შეთანხმების მიზნით, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ა.ზ) სააგენტოს საგრანტო და/ან საკრედიტო პროექტების ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე მათი საფინანსო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ა.თ) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება; ა.ი) სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასების, სამივლინებო თანხებისა და სხვა თანხების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა; ა.კ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; ა.ლ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და საბუღალტრო აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა; ა.მ) სამინისტროსთვის ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციების მიწოდება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ნ) აქტივების, ვალდებულებების, დაფინანსების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წარმოება; ა.ო) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ა.პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ჟ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო: ბ.ა) სააგენტოსთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით. საჭიროების შემთხვევაში გეგმაში ცვლილების განხორციელებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა; ბ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულებების ადმინისტრირების კოორდინაცია და მათი შესრულების ფინანსური მონიტორინგის წარმოება; ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დავის განხილვაში მონაწილეობა; ბ.ვ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბ.თ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 3. სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო: ა.ა) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის დანერგვისა და აღსრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება; ა.გ) სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების მექანიზმების ადმინისტრირება, წვდომების მართვა და კიბერუსაფრთხოების რისკების პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ა.დ) სერვისების კატალოგების შექმნა, ადმინისტრირება და მათზე წვდომის დონეების მართვა; ა.ე) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებით ჩანაცვლების, მათი გამართული ფუნქციონირებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ა.ვ) კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის შიდა და გარე ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ა.ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების ტექნიკური მოთხოვნების მომზადებასა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობა; ა.თ) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული, უწყვეტი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა; ა.ი) მონაცემთა რეზერვირების, აღდგენისა და უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ა.კ) კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური პრობლემებისა და ინციდენტების იდენტიფიცირება, აღრიცხვა, ანალიზი და ხარვეზების დროული აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ა.ლ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და სისტემური საიმედოობის გაძლიერების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ა.მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. ა.ნ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება. ბ) გეოსაინფორმაციო სისტემებისა და აეროგადაღების ადმინისტრირების სამმართველო: ბ.ა) სამინისტროს სისტემაში გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS) ერთიანი პოლიტიკის დანერგვისა და განვითარების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ბ.ბ) გეოსივრცითი მონაცემების დამუშავების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ბ.გ) გეოსაინფორმაციო სისტემებისა და გეოსივრცითი მონაცემების ინფორმაციული პოლიტიკის, უსაფრთხოების მექანიზმების და მონაცემთა დაცულობის უზრუნველყოფა; ბ.დ) გეოსაინფორმაციო პლატფორმების, სერვისებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მართვა; ბ.ე) ორთოფოტოების, სატელიტური და სხვა გეოსივრცითი მონაცემების ინტეგრაციის, განახლებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ.ვ) გეოსაინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული ქსელური და პროგრამული ინფრასტრუქტურის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ.ზ) გეოსაინფორმაციო სისტემებთან და გეოსივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; ბ.თ) გეოსივრცითი მონაცემების რეზერვირების, აღდგენისა და უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ.ი) კომპეტენციის ფარგლებში, გეოსაინფორმაციო სისტემებში არსებული ხარვეზებისა და ინციდენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ბ.კ) გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და სისტემური მდგრადობისა და საიმედოობის გაძლიერების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება; ბ.ლ) გეოსაინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების, სტანდარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ბ.მ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამინისტროს მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირების საჭიროებების შესაბამისად აეროგადაღების, ორთოფოტოების, ვიდეო და სხვა გეოსივრცითი მონაცემების მოპოვების დაგეგმვა და განხორციელება; ბ.ნ) ორთოფოტოების, ციფრული რელიეფის მოდელების, 3D მოდელებისა და სხვა გეოსივრცითი პროდუქტების შექმნა, განახლება და წარმოება; ბ.ო) აეროგადაღებისა და მონიტორინგის პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური და მეთოდოლოგიური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; ბ.პ) აეროგადაღებისა და მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, დრონების, სენსორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ბ.ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; ბ.რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა; ბ.ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. ბ.ტ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება. გ) ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველო: გ.ა) სამინისტროს კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების დისტანციური ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის, შიდა და გარე ქსელური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მხარდაჭერა; გ.ბ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის შიდა და საჯარო რესურსებზე დისტანციური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.გ) სერვისების კატალოგების შექმნა, ადმინისტრირება და მათზე წვდომის დონეების მართვა; გ.დ) არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის დისტანციური კონსულტაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; გ.ე) წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, აღრიცხვა, პირველადი ანალიზი და ოპერატიული რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში, საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფზე გადამისამართება; გ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა; გ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა; გ.თ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ადგილზე ინსტალაცია, კონფიგურაცია, ჩანაცვლება და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი; გ.ი) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა; გ.კ) კომპიუტერული, ქსელური და სხვა დამხმარე ტექნიკის დიაგნოსტიკა, გაუმართაობის აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება; გ.ლ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის, ასევე სათადარიგო ნაწილების შესყიდვის, განახლებისა და ჩანაცვლების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნების დასაბუთება; გ.მ) ახალი ტექნიკური და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და მათი ადგილზე გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ.ნ) ახალი ან მოდიფიცირებული პროგრამული და ტექნიკური პროდუქტების საპილოტე დანერგვის, ტესტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; გ.ო) არსებული და ახალი სერვისების უწყვეტობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნიკური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება; გ.პ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; გ.ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; გ.რ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება - მოვალეობების განხორციელება. 4. ციფრული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო : ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი დანერგვა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით; ა.ბ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა და საჯარო პროგრამულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ა.გ) არსებული და ახალი ინოვაციური პროგრამული სერვისების პროექტირება, შემუშავება, დანერგვა, ექსპლუატაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის მონაცემთა უწყვეტობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ა.დ) ერთიანი ცენტრალური მონაცემთა ბაზების შექმნა, მართვა და მათზე დაფუძნებული ანგარიშგების უზრუნველყოფა; ა.ე) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, მართვისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ა.ვ) პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და მათზე ოპერატიული რეაგირება, საჭირო ღონისძიებების განხორციელება ხარვეზების დროული აღმოფხვრის მიზნით; ა.ზ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით აუთსორს პროექტების მართვა, მონიტორინგი და კონტროლი; ა.თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ა.ი) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება; ბ) ციფრული მარკეტინგისა და UX განვითარების სამმართველო: ბ.ა) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ციფრული სერვისების განვითარების, გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა; ბ.ბ) ელექტრონული სერვისების, ვებპორტალების, მობილური აპლიკაციებისა და სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებლის გამოცდილების (UX) და მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დაგეგმვა, ანალიზი და გაუმჯობესება; ბ.გ) ციფრული სერვისების დიზაინის, სტრუქტურისა და ფუნქციონალის შემუშავებაში მონაწილეობა თანამედროვე UI/UX სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; ბ.დ) მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და უკუკავშირის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.ე) ციფრული სერვისების გამოყენებადობის (Usability) ტესტირების ორგანიზება და შედეგების საფუძველზე სისტემების ოპტიმიზაცია; ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი დიზაინის სისტემის, ვიზუალური სტანდარტებისა და ციფრული სერვისების გამოყენების ერთიანი პრინციპების შემუშავება და დანერგვა; ბ.ზ) სამინისტროს ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე მომხმარებლებისთვის ადაპტირებული ფუნქციონალის მხარდაჭერა; ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნესპროცესების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესში მონაწილეობა; ბ.ი) ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყიფებთან, დეველოპერებთან, ანალიტიკოსებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია; ბ.კ) ციფრული სერვისების ეფექტიანობის შეფასება, ანალიტიკური მონაცემების დამუშავება და გაუმჯობესების მიმართულებების განსაზღვრა; ბ.ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ციფრული ტრენდების დანერგვის ხელშეწყობა; ბ.მ) მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სამინისტროს სერვისებისა და უწყებების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ციფრული პლატფორმებისა და საკომუნიკაციო არხების გამოყენების მხარდაჭერა; ბ.ნ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი ციფრული სერვისების შესახებ მომხმარებლისთვის გასაგები საინფორმაციო მასალების, ინსტრუქციების, ვიზუალური და მულტიმედიური კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა; ბ.ო) ციფრული პლატფორმების გამოყენებადობის, მომხმარებელთა ქცევის, ჩართულობისა და უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.პ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ციფრული საკომუნიკაციო არხების ერთიანი სტანდარტებისა და მიდგომების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ.ჟ) საძიებო სისტემებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის (SEO), ციფრული კამპანიებისა და ონლაინკომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მხარდაჭერა; ბ.რ) ციფრული კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პლატფორმების შესწავლა, მათი დანერგვის შესაძლებლობების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ბ.ტ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება; გ) ბიზნესანალიტიკისა და პროექტების მართვის სამმართველო: ა.ა) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან სერვისების/პროცესების გაციფრულების მიზნით ახალი მოთხოვნების მიღება, მათი ანალიზი და დასაბუთებული საჭიროებების იდენტიფიცირება; ა.ბ) არსებული სამუშაო პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ა.გ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე მომხმარებლებთან თანამშრომლობით ბიზნესპროცესების ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ა.დ) მოთხოვნების ფორმალიზება ფუნქციურ დონეზე, კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების მომზადება; ა.ე) სამმართველოს მიერ შემუშავებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიისთვის; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლებისა და სისტემის ადმინისტრატორებისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და/ან ინფორმაციული სისტემების გამოყენების სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; ა.ზ) სააგენტოში მოქმედი შიდა პროცესების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების შემუშავების, განახლებისა და გაუქმების საკითხზე რეკომენდაციების მომზადება; ა.თ) ინფორმაციული სისტემების განვითარების ფარგლებში სისტემური არქიტექტურის, პროცესების დიაგრამების და სხვა ანალიტიკური დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა; ა.ი) მიმდინარე და დაგეგმილი ციფრული პროექტების ბიზნესანალიზისა და პროცესების მოდელირების ნაწილში მხარდაჭერა, მათ შორის პროექტების სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში, აღსრულების დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში მონაწილეობა; ა.კ) ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების ანალიზი და მათი მიზანშეწონილობის შეფასება სამინისტროს საჭიროებების შესაბამისად; ა.ლ) სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, გარე მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია ბიზნესანალიზთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური უზრუნველყოფის, მონაცემთა ანალიზისა და გეოსაინფორმაციო მიმართულებებთან; ა.მ) მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ანალიზი, პრიორიტეტიზაცია და სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასება; ა.ნ) პროექტების განხორციელების ეტაპების, ვადების, რესურსებისა და რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა; ა.ო) აუთსორსით განხორციელებული პროექტებისა და მომსახურებების კოორდინაცია, შესრულების კონტროლი და შესაბამისობის შეფასება ტექნიკურ და ფუნქციურ მოთხოვნებთან; ა.პ) პროექტების შესრულების სტატუსების, პროგრესისა და შედეგების შესახებ შესაბამისი ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება; ა.ჟ) ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ახალი ინიციატივების მხარდაჭერა და მათი განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ა.რ) მონაცემთა ანალიზის გზით არსებული სისტემების გამოყენებადობის, ეფექტიანობისა და საჭიროების შეფასება და გაუმჯობესების მიმართულებებზე რეკომენდაციების წარდგენა; ა.ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ა.ტ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება - მოვალეობების განხორციელება. 5. სერვისების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სერვისების განვითარების სამმართველო: ა.ა) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში სერვისების, მათ შორის ციფრული სერვისების განვითარების, დახვეწისა და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა; ა.ბ) სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების სერვისების ერთიან ციფრულ გარემოში ინტეგრაციის, ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ციფრული არხებისა და პლატფორმების განვითარების ხელშეწყობა; ა.გ) სერვისების განვითარების, მიწოდების, ოპტიმიზაციისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით შესაბამისი მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და ერთიანი მიდგომების შემუშავება, განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; ა.დ) ახალი სერვისებისა და პროცესების დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების კვლევა და ანალიზი; ა.ე) სამინისტროს სისტემაში ინოვაციური პროდუქტების, ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის ინიცირება და მხარდაჭერა; ა.ვ) დასანერგი სერვისებისა და ციფრული პროდუქტების წინასწარი ანალიზის, მათ შორის საჭირო რესურსების, სავარაუდო ხარჯებისა და განვითარების შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა; ა.ზ) ახალი ან/და არსებული სერვისების დანერგვა-განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია, ტესტირება, მათ შორის საპილოტე ან სატესტო ეტაპების ორგანიზება, შესრულების მონიტორინგი და შედეგების შეფასება; ა.თ) ახალი სერვისებისა და პროცედურების დანერგვის მიზნით შესაბამისი ინსტრუქციების, მეთოდური მასალებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობა; ა.ი) სამინისტროს თანამშრომლებისა და შესაბამისი მომხმარებლებისათვის ახალი ციფრული სერვისებისა და სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული საინფორმაციო და გადამზადების პროცესების მხარდაჭერა; ა.კ) მომხმარებელთა საჭიროებების, უკუკავშირის და სერვისების გამოყენების ანალიზის საფუძველზე სერვისების გაუმჯობესების მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ა.ლ) შემოსავლების გენერირების, მომსახურებების გაფართოებისა და ახალი ციფრული სერვისების განვითარების შესაძლებლობების კვლევა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და გარე ორგანიზაციებთან კოორდინაცია; ა.ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ა.ო) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება - მოვალეობების განხორციელება. ბ) ხარისხის მართვის სამმართველო: ა) მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების, პროცედურებისა და ერთიანი მიდგომების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; ბ) სააგენტოს მომსახურების ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მიმართულებების, შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების განსაზღვრა, კვლევების ორგანიზება/კოორდინაცია და შედეგების ანალიზი; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების, ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) სერვისის მიწოდების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით ბიზნესამოცანების ფორმირებაში მონაწილეობა; ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) სააგენტოში არსებული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი შეფასების ინდიკატორებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება, ასევე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; თ) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სატელეფონო ცენტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მიწოდება; ი) მომსახურების ხარისხის და მომხმარებლის გამოცდილების ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება. 6. დისტანციური მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ მომხმარებლებისთვის სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის არხების საშუალებით კვალიფიციური და დროული ინფორმაციის მიწოდება; ა.ბ) მოქალაქეთა სატელეფონო და ონლაინმიმართვების მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ა.გ) მომხმარებელთა პრობლემური საკითხების, საჩივრებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გადამისამართების უზრუნველყოფა; ა.დ) სატელეფონო მომსახურების ხარისხის, ოპერატიულობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესრულება; ა.ე) მომსახურების პროცესში მიღებული ინფორმაციის, მიმართვების, მომხმარებელთა ხშირად დასმული კითხვებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული ტენდენციების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება; ა.ვ) ახალი ან განახლებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლამდე დროულად და ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფა; ა.ზ) მომხმარებელთა კმაყოფილების, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეფასების მიზნით უკუკავშირისა და სატელეფონო გამოკითხვების პროცესში მონაწილეობა; ა.თ) ონლაინპლატფორმების, ჩატბოტების, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიისა და სხვა ციფრული საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა; ა.ი) კონსულტაციის პროცესში მიღებული საკითხების, პრობლემებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია; ა.კ) სამინისტროს ციფრული სერვისებისა და ელექტრონული სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირება და მხარდაჭერა; ა.ლ) ონლაინმომსახურების ხარისხის, პასუხების ოპერატიულობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა; ა.მ) მომხმარებელთა კმაყოფილების, ახალი სერვისებისა და ციფრული პროდუქტების შეფასების მიზნით ონლაინგამოკითხვებისა და უკუკავშირის პროცესში მონაწილეობა; ა.ნ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია ონლაინმომსახურებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით; ა.ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება; ა.პ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება. |
მუხლი 8.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა |
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი;
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე; 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს შორის შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით; დ) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) მოქმედებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის და სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ხელს უწყობს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.
|
მუხლი 9.
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი
|
1. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების წარდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; გ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციის მიცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე; დ) კანონით განსაზღვრულ უწყებებთან თანამშრომლობა, მათი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება; ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
|
მუხლი 10.
სააგენტოს ქონება
|
|
მუხლი 11.
სააგენტოს დაფინანსება
|
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საწევროები და შენატანები; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) გრანტები ან/და კრედიტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
მუხლი 12.
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
|
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრის მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს.
|
მუხლი 13.
საბუღალტრო ანგარიშგება |
სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
|
მუხლი 14.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
|
სააგენტოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები